in

ტენდენციები და რჩევები საცხოვრებელი ოთახის მოსაწყობად

მომავალი სეზონის მიმართულებები საცხოვრებელი ოთახის მოსაწყობად იმდენად მრავალფეროვანია, რომ ყველანაირი გემოვნების მქოდე ადამიანი იპოვის მისთვის მოსაწონს და მისაღებს. რაც არ უნდა აირჩიოთ, ვერ შეცდებით, რადგან 2020/21 წელი დიზაინის სფეროში თვითგამოხატულებას მიეძღვნა.

გიზიარებთ საცხოვრებელი ოთახის მოწყობის სხვადასხვა ნიმუშებს, რაც ძალიან გაგიმარტივებთ თქვენთვის სასურველი სტილის მოძებნას.

ფერები
ოთახის კედლების ფერთა გამა ნეიტრალური ტონებიდან ვარდისფერით და ცისფერით შეიცვალა. თითქმის ყველა ოჯახში საცხოვრებელი ოთახი ქაოტური და დინამიურია; შესაბამისად, ეს ორი ფერი სიმშვიდისა და ჰარმონიულობის შესაქმნელად მართლაც იდეალურია.

ასევე, მომავალი სეზონის ტენდენციებში მკვეთრად შემოდის მუქი მწვანე ფერი. ფერი, რომელიც გარე სამყაროს სიმშვიდესთან, ჰარმონიასთან და ბალანსთან ასოცირდება. ალბათ, სწორედ ამან განაპირობა ინტერიერის დიზაინში მისი ხშირი გამოყენება.

ფოტო: Benjamin Moore

ფოტო: home-designing.com

ფოტო: tlcinteriors.com

ფოტო: Little Greene

ფოტო: Ousebeautiful.com

აქცენტები
სეზონის მთავარ აქცენტს ფერადი, თვალშისაცემი ხალიჩა წარმოადგენს. არ აქვს მნიშვნელობა მის ფორმას, ზომას, წარმომავლობას, შალი იქნება თუ ხელოვნური ქსოვილისგან დამზადებული – აუცილებელი პირობა მხოლოდ ის გახლავთ, რომ ხალიჩა იყოს ჭრელი და ოთახის მთავარი სამიზნე.

ფოტო: Carpetright

ფოტო: home-designing.com

ფოტო: tlcinteriors.com.au

მრავალფეროვანი ორგანული ქსოვილებით შეკერილი ბალიშები, ტილოს ქსოვილის დიდი ზომის დივანი და ქოთნის მცენარე – ეს უკვე საკმარისია იმ სიმყუდროვის და კომფროტის შესაქმნელად, რაც ყოველდღიურ ოთახს აუცილებლად უნდა ჰქონდეს.

ფოტო: tlcinteriors.com.au

ფოტო: Amara

ფოტო: Habitat

ფოტო: home-designing.com

სხვა გასათვალისწინებელი რჩევები:

  • ტელევიზორი და მასთან დაკავშირებული ყველა მოწყობილობა რაც შეიძლება შეუმჩნეველი გახადეთ;
  • პატარა მაგიდები სავარძლის ცალ მხარეს დადგით;
  • დივანი არავითარ შემთხვევაში არ მიადგათ კედელს.

ფოტო: tlcinteriors.com.au

Vitra – დიზაინის სამყარო

კარის საინტერესო დიზაინები