in

ტენტით გადახურული აივანი, როგორც მრავალმხრივი სივრცე

ნებისმიერი სახლი თუ ბინა შეიძლება რამდენიმე სართულს მოიცავდეს, სავსე იყოს მყუდრო და კომფორტული მოსასვენებელი ადგილებით, მაგრამ არაფერი შეედრება სუფთა ჰაერზე, აივანზე დროის სასიამოვნოდ გატარებას.

აივნის მოწყობა ბევრნაირად არის შესაძლებელი. გარე გამოყენების ავეჯი, მცენარეები, ჰამაკი, რბილი სავარძლები – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რასაც ამ შემთხვევაში იყენებენ სივრცის გასამდიდრებლად. ამავე დროს, ყველაზე პატარა ზომის აივანმაც კი შეიძლება მრავალი ფუნქცია შეითავსოს და საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს.

როგორი სტილის დიზაინიც არ უნდა შეარჩიოთ, აუცილებელია დასაწყისშივე იზრუნოთ გარე სივრცის გადახურვაზე. მნიშვნელოვანია, რომ ამინდმა ხელი არ შეგიშალოთ როგორც მზიან, ასევე წვიმიან და ქარიან დღეებში. ამისთვის რამდენიმე საშუალება არსებობს, მათგან ყველაზე კომპაქტური და მისაღები კი ფერადი ტენტია. ერთი შეხედვით თითქოს მარტივი კონსტრუქცია და მყარი ქსოვილი სივრცის დიზაინს რადიკალურად ცვლის. გარდა ფუნქციური ნაწილისა, შენობასა და ფასადს უფრო დახვეწილს, ხოლო გადახურულ ადგილს — მყუდროს, ტრენდულსა და თანამედროვეს ხდის. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ტენტი ნებისმიერი სტილის დიზაინს – ვინტაჟურ თუ თანამედროვე სტილს – მრავალფეროვანი ფერებისა და ფაქტურების გათვალისწინებით, მარტივად ერგება.

რა დამატებითი უპირატესობები გააჩნია ტენტს?

  • კომპაქტურობა – მარტივად მონტაჟდება ნებისმიერი ტიპის აივანზე, მაგრდება თავისივე სამაგრებით მოაჯირზე ან ნებისმიერ მყარ ზედაპირზე.
  • გამძლეობა – მყარი და მდგრადია მზიან, წვიმიან, თუნდაც ქარიან ამინდში და ხანგრძლივი ექსპლუატაციით გამოირჩევა.
  • გამოყენების სიმარტივე -იმართება  მექანიკურად, ხელის მარტივი მოძრაობით, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
  • ფერების არჩევანი – კატალოგში, სადაც ქსოვილის მრავალი არჩევანია, თქვენთვის სასურველს აუცილებლად იპოვით.

ტენტის ტექნიკური მახასიათებლები:

  • მართვა შესაძლებელია მექანიკურად;
  • 60 სმ-მდე მძლავრი მკლავები უზრუნველყოფს  სიგანეს 3 მ-მდე;
  • დახრილობა რეგულირებადია.

დაბოლოს, ტენტით გადახურული, მყუდრო აივანი არა მხოლოდ ოჯახის წევრებისა და მეგობრების შეკრებისთვის განკუთვნილი საუკეთესო ადგილი გახდება, არამედ შექმნის იდეალურ, მზისგან დაცულ გარემოს შინაური ცხოველებისთვისა და მცენარეებითვისაც.

დიზაინი, როგორც სივრცის ხარისხის გაუმჯობესების ხელოვნება — ინტერვიუ მარიამ ძამაშვილთან

„Khodeja Villa“ — დასასვენებელი სახლი ბანგლადეშში