ტერაცო არის ვენეციური წარმოშობის სამშენებლო მასალა. იგი შედგება ქვის, მარმარილოსა და შუშის ნაჭრებისგან, რომლებიც ცემენტით არის გაერთიანებული. მას ასევე ხშირად მოიხსენიებენ, როგორც მოზაიკის იატაკს.
ტერაცო ვენეციაში წარმოიშვა, როგორც მარმარილოს ნარჩენების გადამუშავების საშუალება. ის დღესაც იწარმოება და სწორედ ამიტომ, ეს სილამაზე იტალიის ვილების იატაკებზე მრავლად შეგიძლიათ იხილოთ.
დღესდღეობით ძალიან ტრენდულია ფერადი ცემენტის ბაზაზე დამზადებული ტერაცო. იგი კარადის ზედაპირის, კიბეების, კედლებისა და იატაკისთვის გამოიყენება.
ტერაცოს მოდის ინდუსტრიაშიც კი შეხვდებით. ეს ნიმუში Carolina Herrera-ს, Acne Studio-ის კოლექციებში და Nike-ის ფეხსაცმლის ძირებზეც კი გამოჩნდა.
როგორ დააბრუნა Max Lamb-მა ტერაცო მოდაში
ინგლისურმა კომპანიამ – Max Lamb-მა ამ სტილის მასალები მოდაში კვლავ შემოიტანა. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ მარმარილო ხელახლა გამოიგონეს და მას marmoreal (მარმარილოსებრი) უწოდეს. წარმოებაში გამოიყენება ეპოქსიდური ფისი, ვაკუუმი და ვიბრაცია, რათა მასალას სიმტკიცე მიეცეს. ნარევში ფერადი დამსხვრეული ქვის დამატებისა და ცემენტის ფერებით თამაშის იდეა კომპანიისთვის ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა. Marmoreal-ისთვის Max Lamb ჩრდილოეთ იტალიაში მოპოვებულ დაქუცმაცებულ მარმარილოს იყენებს.
Marmoreal-ისთვის საჭირო მასალებს ცრიან და ერთმანეთში ურევენ.
შემდეგ მიღებულ მასას ვიბრაციულ ფორმებში ასხამენ.
ასე გამოიყურება გამზადებული მომავალი ბლოკები.
შემდეგ, დანადგარების გამოყენებით, ბლოკები თხლად იჭრება და პრიალდება.
საბოლოოდ კი მზა ფირფიტები ასე გამოიყურება: