ინდონეზიაში, ბალიზე მდებარე ეს სახლი 64 კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს. ის მიწიდან 40 სანტიმეტრის სიმაღლეზეა აზიდული და აშენებულია ხისგან, ფოლადისგან, მინისა და გადამუშავებული მასალისგან. გადამუშავებული, ნულოვანი დანახარჯის კონცეფციით შთაგონებული მასალებით ძირითადად დამზადებულია კედლები და სახურავი.
Stilt Studios-ის არქიტექტორების მიზანი იყო სახლის ირგვლივ მდებარე გარემოსთან შერწყმა. ამისთვის მათ რამდენიმე ხერხს მიმართეს – პირველი იყო მასალების ჰარმონიულად შერჩევა. ამას გარდა, მათ სტრატეგიულად განათავსეს სახლში შესასვლელი კარები ისე, რომ კორიდორები მათით შემოსაზღვრულიყო. დიაგონალური იატაკის გეგმა ქმნის თავისუფალ სივრცეებს, რომლებიც ექსტერერშიც გრძელდება. ღია ფასადების დაბალანსებული კომპრომისი და სივრცის ათვისება ამ პატარა სახლს ელეგანტურს და საკმაოდ თავსებადს ხდის.
სახლის დამრეცი სახურავის გავლით წვიმის წყალი სტრუქტურირებულად შედგენილ სისტემაში ჩაედინება და გროვდება რეზერვუარში, რაც წყლის დანახარჯს ამცირებს. ამ ერთი შეხედვით პატარა სახლში კომფორტული საძინებელი ოთახი, ტევადი სააბაზანო, ღია სამზარეულო და სასტუმრო ოთახი გვხვდება გარეთა ტერასასთან ერთად. ფასადური პანელების გაღების საშუალებით სახლი სწრაფად და ეფექტურად ნიავდება, რაც მას საკმაოდ ენერგოეფექტურს ხდის.
ფოტოგრაფები: Alexis Dornier, Ananta Pradipta
რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი”