in

შეიძლება თუ არა თაბაშირმუყაოს შეღებვა ფითხის გარეშე?

IPS
IPS

იმისთვის, რომ თაბაშირმუყაო კარგად შეიღებოს და მასზე ნაკაწრები ან დეფექტები არ დარჩეს, სასურველია მისი წინასწარ დამუშავება და ფითხის წასმა. თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ფითხის გარეშე კედლის ან ჭერის შეღებვა შეუძლებელია. უბრალოდ, ამ შემთხვევაში რამდენიმე რეკომენდაციის დაცვა მოგიწევთ.

პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ თაბაშირმუყაო არ არის წყალგამძლე მასალა, ფითხის ერთ-ერთი უპირატესობა კი ისაა, რომ ის ქმნის ერთგვარ ბარიერს და ამცირებს ტენიანობას. აქედან გამომდინარე, თუ გადაწყვეტთ რომ თაბაშირმუყაო ფითხის გარეშე უნდა შეღებოთ, ეცადეთ, თავი აარიდოთ ისეთ ადგილებს, სადაც მაღალია კედლის/ჭერის დასველების რისკი, მაგალითად სამზარეულოსა და აბაზანაში.

ასევე, აუცილებელია, რომ შეღებვის პროცესში ზედაპირი იყოს მაქსიმალურად სწორი, რადგან სხვა შემთხვევაში, შეიძლება საღებავი სწორად არ გადანაწილდეს და გაშრობის შემდეგ კედელზე ლაქების სახით დარჩეს.

ექსპერტები გვირჩევენ, რომ თაბაშირმუყაო ფითხის გარეშე არ შევღებოთ, რადგან ის დამატებით დამცავ ფენას ქმნის, რომელიც აღმოფხვრის უსწორმასწორო ზედაპირის პრობლემებს და სხვა ფაქტორებს, რომლებიც საბოლოოდ კედლის ან ჭერის იერსახეს ქმნიან.

შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ მართალია, თაბაშირმუყაოს ფითხის გარეშე შეღებვა ტექნიკურად შესაძლებელია, ეს გზა პროფესიონალების მიერ არ არის რეკომენდებული, რადგან ამ შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს სხვადასხვა სახის პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაც მომავალში უფრო რთულ და ხანგრძლივ პროცესებთან იქნება დაკავშირებული.

„TON“-ის გრეხილი ავეჯის განსაკუთრებული გამოცდილება ქართულ ბაზარზე — ინტერვიუ მარიამ მამაცაშვილთან

აპარტამენტი მექსიკაში – სტუდია rchetonic-ის ნამუშევარი