in ,

ბინა თამარაშვილის ქუჩაზე – “იდააფ არქიტექტორების” ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

ბინა, რომელზეც დღეს გიამბობთ, თამარაშვილზე, საბურთალოს ერთ-ერთ მჭიდროდ განაშენიანებულ უბანში მდებარეობს და მის დიზაინზე სტუდია Idaaf Architects-მა იმუშავა.

ინტერიერში შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის ხედი ძველ იპოდრომზე, რომლის ქედის კონტური და ლანდშაფტის მწვანე ტონალობები განსხვავებული ხასიათით და შუქით შემოდის შიდა სივრცეებში.

ბინაში ცირკულაცია დერეფნიდან იწყება. სასადილო და მისაღები სივრცე ერთიანია და სიღრმეში მოწყობილ სამზარეულოს უკავშირდება.

იატაკზე გამოყენებულია მუხის მუქი პარკეტი. ლურჯი სამზარეულოს საპირწონედ, მისაღებ ოთახში ღია ცისფერი კედლები შეირჩა, მათ შორის დამაკავშირებელი კარადის ტექსტურად კი ბუნებრივი მუხა. დივანი ნაცრისფერია, რომელსაც გარშემო აქცენტებად აქვს სხვადასხვა ზომისა და ტექსტურის მაგიდები.

საერთო სივრცის სახასიათო დეტალია შავი სასადილო მაგიდა მუქი ფერის სკამებით.

მთავარი საძინებელში გვხვდება ზღაპრული ლურჯი ფერის კედლები ხის საწოლითა და გარშემო კუნძებით. აქვეა შუშის ვიტრაჟული გარდერობი და მინიმალისტური სანათები, რომლებიც მსუბუქადაა აქცენტირებული მუქი ფერის ინტერიერში.

მეორე, სტუმრის საძინებლის კედლები ღია ფერშია გადაწყვეტილი. აქ ინტერიერის
ხასიათს დეკორატიული ელემენტების მრავალფეროვნება განსაზღვრავს.

ინტერიერში გამოყენებული ბუნებრივი ტექსტურები თანამედროვე ადამიანისთვის ქალაქის ცენტრალური უბნის სიმჭიდროვესთან დაბალანსებური ცხოვრების შესაძლებლობას ქმნის. სივრცეები გაფორმებულია მცენარეებითა და მრავალი დეკორატიული ელემენტით, რომლებიც მეპატრონის მიერ წლების განმავლობაში, სხვადასხვა დროს იქნა დამატებული და რაც ბინას კიდევ უფრო დეტალურს, მყუდროსა და საინტერესოს ხდის.

 

პროექტის ავტორი: Idaaf Architects 

გამოყენებული ბრენდები: Muuto, Hay, &Tradition, Normann Copenhagen, Ferm Living, La Voliere Birdcage, Menu, Wittman, Vita Copenhagen, Vitra, Fredericia

ფართობი: 105 კვ/მ

წელი: 2016-2018

ფოტოგრაფი: გურამ კაპანაძე

თბილისში, სასტუმრო „ეპიზოდი“ იხსნება, სადაც ყველაფერი ციფრული ტექნოლოგიებით იმართება

პიეტრო კიეზა – შუშის ოსტატი