ბუხარი ის ელემენტია, რომელიც ინტერიერს სიმყუდროვეს, სითბოსა და სისადავეს ანიჭებს. თანამედროვე ინტერიერში ბუხარს ერთი მხრივ, ფუნქციური დატვირთვა აქვს, რადგან ის ცივ ამინდებში სახლის გათბობას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ კი, დეკორატიული, ვინაიდან ბუხრის დახმარებით სივრცე მეტად ელეგანტური, თბილი და მყუდრო ხდება. ბუხართან შეკრება და საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის გატარება ნებისმიერ შემთხვევაში იდეალური გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით კი ზამთრის ცივ დღეებში.
თანამედროვე ბუხრის გამოყენება ინტერიერში რამდენიმე უპირატესობით ხასიათდება:
- გააჩნია როგორც ფუნქციური, ასევე დეკორატიული დანიშნულება
- მაქსიმალურად უსაფრთხოა
- პრაქტიკულია, რადგან მისი დამონტაჟება შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას – მისაღებში, საძინებელსა თუ აბაზანაში.
რა ტიპის ბუხრები არსებობს დღესდღეობით ბაზარზე?
1. ცენტრალური გათბობის ბუხარი
ცენტრალური გათბობის ბუხრის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ის ცენტრალურ გათბობასთან დაკავშირების შესაძლებლობას იძლევა. მის უპირატესობას წარმოადგენს ისიც, რომ ამ ტიპის გათბობის სისტემა წვის პროცესში გამოყოფილი სითბოს მაქსიმალურ გამოყენებას უზრუნველყოფს და ერთნაირი ტემპერატურა მთელს სახლში თანაბრად ნაწილდება. ამ შემთხვევაში აუცილებელია საწვავად მშრალი შეშა იხმაროთ, რადგან წვის დროს ტენიანობა სითბოს ამცირებს, მისი დიდი ნაწილი წყლის აორთქლებაზე იხარჯება, ხოლო დანარჩენი შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს გათბობის უზრუნველსაყოფად.
2. მაღალტექნოლოგიური შეშის ბუხარი
მაღალტექნოლოგიური შეშის ბუხარი აღჭურვილია სამი შუშის მილით გვერდებზე და წინ, რაც ვიზუალურად ამდიდრებს ინტერიერს. ასევე, დაკომპლექტებულია მდგრადი ფოლადისაგან დამზადებული ბუხრის ჩარჩოთი და წვის კამერისათვის განკუთვნილი ცეცხლგამძლე აგურით. მაღალტექნოლოგიური შეშის ბუხარი სახლის ნაწილის გასათბობად უფრო ბიუჯეტურია, ვიდრე სხვადასხვა გამათბობელი საშუალებების გამოყენება. ამასთანავე, ის დიდი რაოდენობით სითბოს გამოყოფს და ქმნის ოთახში მყუდრო, თბილ გარემოს.
3. ღუმელი-ბუხარი
ღუმელ-ბუხრის კორპუსი თუჯისგანაა დამზადებული და დიზაინი ისეა შექმნილი, რომ ტრადიციული ბუხრისგან განსხვავებით, საკვამურიდან სითბოს გადინება არ ხდება და წარმოებული სითბოს უმეტესი ნაწილი ოთახში გამოიყოფა. პროდუქტის უპირატესობას წარმოადგენს ისიც, რომ ის საკმაოდ გამძლეა ხანგრძლივი გამოყენებისთვის და მისი მოვლა მარტივია – არ საჭიროებს განსაკუთრებულ ძალისხმევასა და დროს.
4. ელექტრო ბუხარი
ელექტრო ბუხარი სითბოსა და სიმყუდროვეს შემატებს თქვენ სახლს. პროდუქტი არ მოიხმარს დიდი რაოდენობით ელექტრო ენერგიას. ტრადიციული ბუხრისგან განსხვავებით, ის არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, საკვამურის გასუფთავებასა და შიგნიდან გაწმენდას. LED ტექნოლოგია უზრუნველყოფს ნამდვილი ალის ეფექტს. შესაძლებელია გათბობის რეჟიმის გამორთვა და მხოლოდ ვიზუალური ეფექტის დატოვება. რაც მთავარია, პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.
5. ჩაშენებული ელექტრო ბუხარი
ჩაშენებული ელექტრო ბუხარი 6-საფეხურიანი გათბობის სისტემითაა აღჭურვილი, რაც საშუალებას გაძლევთ, დაარეგულიროთ და თავად აირჩიოთ ოპტიმალური ტემპერატურის რეჟიმი. ამასთანავე, შესაძლებელია ალის სიკაშკაშის დონის რეგულაციაც. ეს მოდელი გამოიყენება როგორც კედელზე, ასევე ბუხრის პორტალში. ოთახის გათბობის უზრუნველყოფასთან ერთად, ჩაშენებული ელექტრო ბუხარი თქვენს ინტერიერს გაამდიდრებს და განსაკუთრებულობას შემატებს.
6. დეკორატიული ბუხარი
დეკორატიული ბუხარი იდეალური არჩევანია თქვენი ინტერიერის სილამაზისა და მრავალფეროვნებისთვის. გახსოვდეთ, რომ აღნიშნულ პროდუქტს მხოლოდ დეკორატიული დატვირთვა აქვს და გათბობის ფუნქცია არ გააჩნია. დეკორატიულ ბუხარს შეუძლია ჰაერის მცირედ დანოტივება, ხოლო ხელოვნური შეშის, განათებისა და ორთქლის წყალობით, ნამდვილი ცეცხლის ალის ეფექტი მიიღწევა. იმ შემთხვევაში თუ ბუხრის ინტერიერში გამოყენება გსურთ, შესაბამისი თანხები კი არ გყოფნით, მაშინ დეკორატიული ბუხარი თქვენთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა. კლასიკურისგან განსხვავებით, მისი შეძენა, მონტაჟი და გამოყენება ბევრად იაფი დაგიჯდებათ. ამასთანავე, ეს პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა.
სად შევიძინოთ თანამედროვე ტიპის ბუხარი თბილისში?
თანამედროვე ტიპის ბუხრების შეძენა შესაძლებელია ჰიპერმარკეტ „დომინოში“, რომელიც მშენებლობის, რემონტისა და მებაღეობისთვის საჭირო ნივთების დიდ და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს საკუთარ მომხმარებელს. „დომინო” წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ საშოპინგო სივრცეს თბილისში, რადგან აქ რემონტისა და მშენებლობისთვის საჭირო ყველა პროდუქტი ერთ სივრცეშია თავმოყრილი, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს დროსა და ენერგიას საყიდლების პროცესში. ამას გარდა, მომხმარებლის სრული კომფორტისთვის ჰიპერმარკეტის ტერიტორიაზე მოწყობილია უფასო საპარკინგე ზონა, რომელიც 400-მდე ავტომობილზეა გათვლილი. „დომინოს” პროდუქციის დათვალიერება შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე: ისთ ფოინთის სავაჭრო ცენტრი, თვალჭრელიძის ქ. N2; დიღომი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი 25. გარდა ფილიალებისა, მომხმარებლებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ მაღაზიის ვებგვერდის მომსახურებითაც.
რუბრიკის წარმდგენია სამშენებლო ჰიპერმარკეტი “დომინო”