in

კონცეპტუალური და თანამედროვე დიზაინის ოფისები მსოფლიოს მასშტაბით

Banner M2
Banner M2

რაც დრო გადის, კომპანიები მომსახურების/პროდუქტის მიწოდებასთან ერთად მნიშვნელოვნად ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, თუ როგორ გარემოში ხდება ეს. ანუ, ვგულისხმობთ, რომ ოფისების/ფილიალების დიზაინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს  მომხმარებელთან კომუნიკაციაში. შესაბამისად, ორგანიზაციები ცდილობენ, აუდიტორიას კომფორტული, მათზე მორგებული და მარტივი გარემო შესთავაზონ. ამ ტენდენციას აქტიურად მიჰყვებიან საფინანსო დაწესებულებები, მათ შორის, ბანკები და კრედიტ-ოფისები.

გადავწყვიტეთ, ამ სტატიაში მსგავსი დაწესებულებების კონცეპტუალურ და თანამედროვე ოფისებზე/ფილიალებზე მოგითხროთ.

CaixaBank – ImaginCafe

ImaginCafe ბარსელონაში არსებული ბანკის, CaixaBank-ის სივრცეა, რომელიც ორიენტირებულია ახალგაზრდების ინტერესების მხარდაჭერაზე. imaginCafé მასპინძლობს ღონისძიებების ფართო სპექტრს და ხელს უწყობს ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს “ახალგაზრდა შემოქმედთა” განვითარებას ტექნოლოგიების, მუსიკის და მსგავსი შემოქმედებითი სფეროების მიმართულებით.

Umpqua Bank – South Waterfront (პორტლენდი)

ჩვენ მიერ შედგენილ სიაში აუცილებლად უნდა იყოს მსოფლიოს წამყვანი კომპანია საცალო ვაჭრობაში. Umpqua Bank-ს ერთ-ერთ ფილიალს საკმაოდ საინტერესო, ძალიან თანამედროვე და კონცეპტუალური დიზაინი აქვს. მასში გაერთიანებულია ფინანსურ სფეროსთან დაკავშირებული მრავალი დეტალი.

Union Bank – The Ark

აღნიშნული დაწესებულების ფილიალი უახლესი, თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. აქაური პერსონალი ვიზიტორებს ფილიალში ერთგვარ ტექნოლოგიების ტურს უწყობს და ახლებურ გამოცდილებას სთავაზობს მათ. ასევე შესაძლებელია, პროდუქციის VR ტექნოლოგიებით დათვალიერებაც, რაც მომხმარებელს კიდევ უფრო კარგად აღაქმევინებს სასურველი ნივთის ვიზუალს.

Halifax – Oxford Flagship Branch

Halifax-ის ოქსფორდის ფლაგმან ფილიალში დასაქმებულია 50-მდე თანამშრომელი და ის ღიაა კვირაში 7 დღე. აქ მდებარეობს სესხების ცენტრი, სამოგზაურო ზონა, ბავშვების გასართობი ზონა და კაფე / სამზარეულო, სადაც ბანკი მასპინძლობს ღონისძიებებსა და ფინანსურ სემინარებს. ფილიალი არის კომფორტული სივრცე, რომელიც ყველასთვის ღიაა. 

TBC Bank – თბილისი

სულ ახლახან თიბისიმ თბილისში ექვსი განახლებული ფილიალი გახსნა, რომლებიც ახალი კონცეფციით შეიქმნა. ახალ სივრცეებს დანარჩენი ფილიალებისგან ის განასხვავებს, რომ უფრო თანამედროვე, მყუდრო და მომხმარებელზე მორგებულ გარემოს ქმნის, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებლებს ცხოვრებას უმარტივებს. აქ მოსულ ადამიანებს შეეძლებათ თიბისის ყველა პროდუქტი და სერვისი ერთ სივრცეში, მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში მიიღონ. აქ  საერთო სამუშაო სივრცეებიც დაგხვდებათ, რაც ფილიალებს კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის.

თანამედროვე სამყაროში აუცილებელია, სივრცეში ინტეგრირებულ თითოეულ ელემენტს თავისი დანიშნულება ჰქონდეს და ინტერიერის დიზაინი ფუნქციურ დატვირთვას ატარებდეს. სწორედ ეს თანამედროვე ტენდენციებია გათვალისწინებული და ამით გამოირჩევა თიბისის ახალი სივრცეები. ფილიალში გამოყენებული ბუნებრივი მასალების (ხე, ბეტონი, აგური, მცენარეები) და ღია ფერების სინთეზი ინტერიერს განსაკუთრებით მეგობრულს და კომფორტულს ხდის.

Banco Galicia – Branch Network

Banco Galicia არის ერთ-ერთი უდიდესი ბანკი არგენტინაში. მათი ახალი ფილიალის დიზაინში შედის მრავალფუნქციური სივრცე, როგორიცაა მოსასვენებელი ოთახები და საზოგადოებრივი მაგიდები არაფორმალური შეხვედრებისთვის, მოდულური თვითმომსახურების სადგურები, ტაბლეტები და უფასო Wi-Fi ზონები. 

Sparkasse Bank – ბუტიკ ფილიალი

ამ სივრცეს თავისუფლად შეგვიძლია, ვუწოდოთ სუფთა და თანამედროვე ფილიალის კონცეფცია, რომელიც ბანკის ბრენდის ფერს სტრატეგიულად იყენებს. ფაქტობრივად, ეს ფერი ყველანაირ გამოცდილებასთან ასოცირდება, ეს გამოცდილებები კი აღნიშნულ სივრცეში იყრის თავს.

UBI Banca

ამ ფილიალის დიზაინის პალიტრა ემყარება რბილ ფერებს. სუფთა, გამჭვირვალე, თანამედროვე და ჰაეროვანი ასე შეიძლება ეწოდოს UBI Banca-ს მოცემულ ფილიალს.

Lalique – ფრანგული არტ დეკოს პიონერი ბრენდის ისტორია

10 გავრცელებული შეცდომა ინტერიერის დიზაინში – ანკა ჩოჩიას გიდი