in

თანამედროვე ინტერიერში გაცოცხლებული კლასიკური ელემენტები ბელგიაში

Banner M2
Banner M2

ბელგიაში მდებარე ეს სახლი, ერთი მხრივ, თავისი ისტორიით გამოირჩევა, მეორე მხრივ კი ის უკვე თითქმის მთლიანად თანამედროვე სტილითაა მოწყობილი. ინტერიერს ახასიათებს მრავალი ინდუსტრიული ელემენტი, კონკრეტულ დეტალებში კი იგრძნობა ელეგანტური, ურბანული შტრიხები.

ისტორიული სტილი იგრძნობა სახლის შესასვლელშივე, სადაც გამოყენებულია მოლდინგები, თაღები და ფრანგული პარკეტი. ფერთა სისტემა მთელ სახლში თეთრ და სადა ფერებშია გადაწყვეტილი. განსაკუთრებულ ხიბლს ქმნის შავი ფერის ჭაღი, რომელიც ძალიან უხდება ჭერის დიზაინს. დიდი ზომის ფანჯრების ხარჯზე, ინტერიერი ძალიან ნათელი და მყუდროა. ცალკე უნდა აღინიშნოს ბუხარიც, რომელიც კიდევ უფრო ამძაფრებს კლასიკურ შეგრძნებას.

ცალკეა გამოყოფილი სასადილო კუთხე, რომელიც შესანიშნავ ხედს ქმნის ეზოსა და აუზზე. ხისფერ ავეჯს სივრცეში ბუნებრივი ხასიათი შემოაქვს და სასიამოვნო ბალანსშია თეთრ აქცენტებთან. ამ ზონაში, ისევე როგორც სამზარეულოში, პარკეტი არ არის გამოყენებული და არჩევანი კერამიკულ ფილებზე შეჩერდა.

სამზარეულო აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და ხის კუნძულით, თუმცა ჭაღისა და კარადის დიზაინი კვლავ ისტორიულ და კლასიკურ ხასიათს უსვამს ხაზს. ხისფერ აქცენტებს სივრცეში სასიამოვნო და ბუნებრივი შეგრძნება შემოაქვს და ოთახში სითბოს აღძრავს, რასაც კიდევ უფრო აძლიერებს დეკორაციის სახით გამოყენებული მინდვრის ყვავილები.

მეორე სართულს დახვეწილი სტილის კიბეები მიუყვება. ამ სართულზეა მთავარი საძინებელი, რომელიც თითქმის მთლიანად თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი, კონტრასტის შემოტანას კი სანათის დიზაინში არსებული შავი ფერი ძალიან ელეგანტურად ახერხებს.

სააბაზანოში ელეგანტურ ხასიათს აღძრავს მარმარილოს ტექსტურა, რომელიც ძალიან უხდება თანამედროვე სტილსა და კლასიკურ ხის იატაკს. დიდი ზომის სარკე ირეკლავს ოთახში შემოსულ განათებას და მას კიდევ უფრო ფართოსა და დიდს ხდის.

მთლიანობაში, პროექტი ძალიან საინტერესო და ელეგანტურია. სივრცეების ათვისებისა და ფერთა სისტემის სწორად შერჩევის ხარჯზე, სახლი განსაკუთრებულად თბილ და ბუნებრივ შეგრძნებას ატარებს.

ინდივიდის კეთილდღეობასა და კომფორტზე მორგებული ოფისი ჭავჭავაძეზე — „Material Editors”-ის ნამუშევარი

რკინის კიბე — მონტაჟის სპეციფიკა და ღირებულება ქართულ ბაზარზე