in

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი თუ ველოსიპედების პარკინგი?

Alliance Group
Alliance Group

ჰააგაში ნიდერლანდების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიწისქვეშა პარკინგი გაიხსნა ველოსიპედებისთვის. ის ქალაქის რკინიგზის ცენტრალური სადგურის მიმდებარედ მდებარეობს, რაც მოსახლეობას ქალაქში და მის გარეთ გადაადგილებას უადვილებს. შენობა 8,000 ველოსიპედზეა გათვალისიწნებული, რაც გასაქირავებელ ტრანსპორტსაც მოიცავს. 

პარკინგის კონცეფციაზე კრეატიულმა სააგენტომ “Silo” და არქიტექტურულმა კომპანია “Studio Marsman”-მა იმუშავეს. ფუნქციონალურობის, უსაფრთხოებისა და პრაქტიკულობის გარდა, ველოსიპედის გაჩერება “მუზეუმში მისვლის” გამოცდილებას დაამგვანეს პროექტის ავტორებმა. პარკინგის მაღალი, თეთრი ჭერი, მარტივი და ინტუიტიური ნიშნების სისტემა, განიერი შესასვლელები და შიგნიდან განათებული შუშის კედლები შთამბეჭდავი გამოცდილების მნიშვნელოვანი კომპონენტებია.

პარკინგის ინტერიერის დიზაინის მთავარი კონცეფცია ჰააგის ხუროთმოძღვრების წარსულის, აწმყოს და მომავალის შერწყმის არაჩვეულებირივი მაგალითია. კედლებზე გამოსახული ურბანული ლანდშაფტი ქალაქის ღირშესანიშნავი შენობების ფასადების ელემენტების ერთობლიობითაა მიღებული.

გასათვალისწინებელია, რომ პარკინგით მომსახურება პირველი 24 საათის განმავლობაში უფასოა. თანხის გადახდა კი 25-ე საათიდან ანგარიშდება და ისიც სიმბოლურია.

 

 

 

ფოტო: Mike Bink 

6 მარტივი ხერხი თუ როგორ გავიუმჯობესოთ საცხოვრებელი-სამუშაო სივრცე

სინგაპურის აეროპოტი – Jewel Changi Airport