პენტჰაუზი, რომლის შესახებაც დღეს გიამბობთ, ნიდერლანდებში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 322 კვადრატული მეტრია. ის დაპროექტებულია როგორც მდიდრული საცხოვრებელი პანორამული ხედებით. თითოეული ოთახი მაქსიმალურად ღია და ნათელია, რათა 180 გრადუსით ჩანდეს მომხიბლავი ხედები. იატაკის კონცეფცია ღიაა და ტრადიციული განლაგების ნაცვლად გამოყენებულია მუხის სვეტები, რაც იძლევა კედლების არარსებობის შესაძლებლობას.
ჭერის სიმაღლე თითქმის 4,75 მეტრია. ინტერიერი ძირითადად გარშემო არსებული რელიეფითაა შთაგონებული. კედლების ნაცვლად გამოყენებულია მინის ფანჯრები მთელ სიგანეზე. ოთახებიდან შესანიშნავად ჩანს მზის ამოსვლისა და ჩასვლის კადრები. გარემოსთან ურთიერთობის შეგრძნების გასაძლიერებლად დიზაინერებმა იატაკისა და ჭერისთვის თეთრი და ღია ნაცრისფერი ფერთა პალიტრა შეარჩიეს.
ნეიტრალური ფერები სასიამოვნოდაა დაბალანსებული კონტრასტული ელემენტებით. მუხა ქმნის თბილ და ბუნებრივ ელფერს მისი ფერის, ტექსტურისა და დახვეწილი გარეგნობის დახმარებით. სამზარეულო და სასადილო ოთახი კი მთლიანად თანამედროვე სტილითა და ხმაურიანი ქალაქის ხედით არის შთაგონებული.
პენტჰაუზში გამოყოფილია სააბაზანო, საგარდერობე ოთახი, საუნა და საოფისე ფართი. თითოეული ეს ზონა განცალკევებულია კონფიდენციალური ოთახებიდან, როგორიცაა საძინებელი. კარების დიზაინისთვის გამოყენებულია მოჭიქული ფოლადი და ხე. მოძრავი ჟალუზები კარგი საშუალებაა სივრცეებს შორის „კედლების“ შესაქმნელად. უკანა ნაწილში საკმარისი ადგილია მისაღები ოთახის, სასადილოს, სამზარეულოსა და ლაუნჯის მოსაწყობად.
“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2-ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.
გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!
რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2