ტრადიციული სტილის წინ წამოწევისა და გამრავალფეროვნების იდეით შთაგონებულმა არქიტექტორებმა 2021 წელს ვიეტნამში საცხოვრებელი სახლის პროექტი შექმნეს, რომელიც იმ ლანდშაფტსა და ტერიტორიას ზუსტად იქნებოდა მორგებული, სადაც შენობა განთავსდებოდა.
პროექტის შექმნის პროცესში მთავარი გამოწვევა ხმაურიანი სამეზობლო იყო, რომელთანაც კავშირი არ უნდა დაკარგულიყო, რადგან სახლი ქალაქს არ მოსწყვეტოდა, თუმცა ამავდროულად, ოჯახს მყუდრო და მშვიდი სივრცე უნდა ჰქონოდა, სადაც ბინადრები დასვენებასა და განტვირთვას შეძლებდნენ.
ამის შემდეგ არჩევანი ტრადიციულ და თანამედროვე არქიტექტურულ სტილს შორის გაკეთდა. გამოწვევებიდან და წინააღმდეგობებიდან გამომდინარე, არქიტექტორებმა გადაწყვიტეს, შეექმნათ მისაღები სივრცე, რომელიც მაცხოვრებლების ყოველდღიურ საჭიროებებსა და სიმშვიდეს უზრუნველყოფდა და უფრო მეტად ტრადიციული სტილის იქნებოდა, თუმცა თანამედროვე აქცენტებით იქნებოდა გაფორმებული.
კონსტრუქციისთვის ტრადიციული ხის მასალა და ბეტონი შეირჩა. პროექტი მოიცავს ორ ძირითად ნაწილს: ტრადიციულ ხის კონსტრუქციებს და თანამედროვე ბეტონის ფორმებს. სახლში ასევე გამოყენებულია ალუმინისა და მინის სისტემები. პირველი სართული დაყოფილია ასევე ორ სივრცედ, წინა ნაწილი არის კომერციული, ხოლო უკანა ნაწილში ვხვდებით საძინებელს და ორ სველ წერტილს.
სახლის მეორე სართული მოცავს მთავარ შესასვლელს, რომელსაც მისაღები ოთახი უერთდება, სამზარეულოსა. აქვე გვხვდება სასადილო ოთახი, საძინებელს და საერთო აბაზანა. სახლს აქვს შიდა ეზოც, რომელიც ქმნის კავშირს სტუმრების ოთახს, სამზარეულოსა და სასადილო ოთახს შორის.
მესამე სართულზე ვხვდებით სამ ინდივიდუალურ საძინებელსა და საერთო სველ წერტილს, ხოლო მეოთხე სართული განკუთვნილია სათამაშო მოედნისათვის და ოჯახის გასართობ და ტექნოლოგიურ სურვილებსაა მორგებული.
პროექტის დაგეგმარებისას არქიტექტორებმა მაქსიმალურად აითვისეს სივრცეები და ბუნებრივი სინათლე. შენობა ისეა აშენებული, რომ მზის სხივები მის თითოეულ ნაწილს ხვდება და ათბობს, ხოლო კედლების დახმარებით ხმაური მინიმუმამდეა დაყვანილი.
არქიტექტურული სტუდია: AICC Architecture
ფოტოები: Hoang Le
რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”