ერთი სივრცე, რომელიც აერთიანებს მოგზაურობას, დიზაინსა და გალერეას.
The Apartment არის დიზაინის გალერეა, რომელიც მებარეობს მე-18 საუკუნეში აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში, კოპენჰაგენის ძველ უბანში. მის მფლობელს და დიზაინერს, თინა საიდენფადენ ბუსქს, რომელიც ცნობილი ხელოვნების კოლექტორის შვილია და რომელიც მუშაობდა სოტბისთვის 10 წლის განმავლობაში, სურდა შეექმნა სივრცე/სახლი, რომელსაც ადამიანები დაათვალიერებდნენ და თუ მოეწონებოდათ, ნებისმიერ ნივთს შეიძენდნენ.
იმის გარდა, რომ გალერეას მთავარი ფოკუსი 1920-1970 წლის ევროპული ვინტაჟური პროდუქტები და ხელოვნების ნიმუშებია, ბინაში ასევე არის თანამედროვე დიზაინერებისა და არტისტების ნამუშევრები. The Apartment ასევე მსურველებს კონსულტაციას უწევს ინტერიერის მოწყობასთან დაკავშირებით, კომერციული და ინდივიდუალური საცხოვრებელი სივრცეებისთვის.
სახლის მეპატრონე წლების განმავლობაში აგროვებდა იმ ნივთებს, რომელიც ეხლა ბინაშია მოთავსებული, ასევე სახლში არის თინა ზაიდენფადენის საკმაოდ მრავალფეროვანი ნახატების კოლექცია, ისეთი არტისტების, როგორებიც არიან თომას სარაცენო, ნატალი დუ პასკიერი, ფრანკის ჰალარდი, ასევე სხვადასხვა იაპონელი, აფრიკელი და მექსიკელი ხელოვანების ნამუშევრები.
“წლების განმავლობაში ვაგროვებდი ნახატებსა და ნივთებს, ვმუშაობდი სხვადასხვა დიზაინერებთან ამ პროექტისთვის, ყოველთვის ინტუიციურად ვყიდულობდი ნივთებს, რომლებიც წარმომედგინა რომ საბოლოოდ ერთმანეთს მოუხდებოდა.” – სახლის მეპატრონე, თინა საიდენფადენი. “ისპირაცია ყველგან შემიძლია ვიპოვო და ვერაფრით ვთიშავ მისი ძიების სურვილს, მაშინაც როცა ვისვენებ, ყოველთვის ვნადირობ განსაკუთრებულ ნივთებზე, ეს ჩემი ცხოვრების წესია.”
The Apartment-ის ქირაობაც შესაძლებელია ღამეში 600 ევროდ, ღირებულება მოიცავს პირად კონსიერჟს, ახალ ყვავილებს, ნარჩევ ადგილობრივ ტკბილეულს, ალკოჰოლურ და არა ალკოჰოლურ სასმელებსა და პროდუქტებს საუზმისთვის, რომელსაც სახლში სტუმრები თავად ამზადებენ. სახლს აქვს ლამაზი შიდა ეზო და ორი ველოსიპედი ქალაქში სეირნობისთვის.
სახლის კონცეფციაც ეს არის: დარჩე ღამე, დატკბე იქ არსებული კოლექციებით და წაიღო რამე უკვე შენი სახლისთვის.