in

The Ball Chair – ეერო აარნიოს მიერ შექმნილი სკამის დიზაინი

The ball chair სკამის ძალიან ცნობილი და ერთ-ერთი საკულტო დიზაინია, რომელიც 1963 წელს, ფინელი ავეჯი დიზაინერის, ეერო აარნიოს მიერ შეიქმნა. მოდელი ცნობილია, როგორც „გლობუსის სკამიც“ და გამოირჩევა თავისი არატრადიციული ფორმით. იგი ითვლება სამრეწველო დიზაინის კლასიკად. პროდუქტის ახალმა ვერსიებმა გაზარდა მისი საერთო ზომა და დაამატა რამდენიმე ფუნქციაც, მათ შორის მუსიკის დინამიკები და MP3-ის ჩასაშენებელი სისტემა.

ეერო აარნიოს თქმით, სკამის იდეა მაშინ გაუჩნდა, როდესაც 1962 წელს საცხოვრებელი შეიცვალა და თავისუფალი კარიერა დაიწყო. ამ დროს მას ჰქონდა სახლი, მაგრამ არა სათანადო, დიდი ზომის სკამი, სადაც დასვენებასა და მუშაობას შეძლებდა. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა, შეექმნა რაღაც ახალი და კომფორტული. გარკვეული ესკიზის შექმნის შემდეგ დიზაინერმა შეამჩნია, რომ სკამის ფორმა იმდენად გამარტივდა, ის უბრალო ბურთს წააგავდა.

ესკიზი კედელზე მივამაგრე და სავარძელში ჩავჯექი, რათა მენახა, როგორ გამოიყურებოდა საბოლოო ვერსია, ამ დროს გადავწყვიტე მოდელს სკამის ფორმა ჰქონოდა, სხვა დეტალები კი მაქსიმალურად მარტივი და საინტერესო ყოფილიყო”, – იხსენებდა ეერო მოგვიანებით.

სწორედ ამის შემდეგ შეიქმნა პირველი პროტოტიპი. სკამის ყალიბი სველი ქაღალდით დაიფარა და დაემატა ბოჭკოვანი მინა, რომელიც გარედან გაიხეხა. ეს ყველაფერი დამაგრდა 360 გრადუსით მბრუნავ ლითონის ბაზაზე. დიზაინი მიზნად ისახავს, უზრუნველყოფს მყუდრო სივრცე ოთახში, რომელიც ადამიანს კომფორტსა და კონფიდენციალურობის განცდას შეუქმნის.

მარტივი და კომფორტული დიზაინის წყალობით, სკამი დღემდე იწარმოება და ვხვდებით ისეთი ცნობილი ბრენდების შოურუმებში, როგორებიცაა, მაგალითად Adelta და Asko. აღსანიშნავია, რომ მოდელის ღირებულება $5000-დან $12000-მდე მერყეობს.

„Globo“ – იტალიური სანიტარული კერამიკა, როგორც ხელოვნების ნიმუში

ევროპული სტანდარტი საცხოვრებელ კომპლექსში — 5 მთავარი უპირატესობა