in

The Cité Armchair – ჟან პრუვეს შედევრი

The Cité Armchair არის ფრანგი დიზაინერისა და ინჟინრის, ჟან პრუვეს ადრეული შედევრი, რომელიც მან 1930 წელს შექმნა. ჟან პრუვე თავს ყოველთვის თვლიდა დიზაინერად, რომელსაც ჰქონდა უნიკალური ხედვა. მის მიერ შექმნილი პროდუქცია მოიცავს კარებისა და ფანჯრების ფიტინგებს, სანათებს, ავეჯს და სახლების მაკეტებსაც კი.

სავარძელი თავდაპირველად Cité Universitaire-ის სტუდენტური საცხოვრებელი დარბაზების მოსაწყობად დაპროექტდა, თუმცა პრუვე მას ასევე იყენებდა საკუთარი სახლის მისაღებ ოთახშიც, რადგან ის გამოირჩეოდა მაქსიმალური კომფორტით.

აღსანიშნავია, რომ სავარძელი იმდენად პრაქტიკული გამოდგა, ის მალევე გახდა ჟან პრუვეს ერთ-ერთი საყვარელი ნამუშევარი. Cité-ს სავარძელი გამორჩეულია სხვადასხვა მახასიათებლის წყალობით. იგი აერთიანებს მჭიდრო მეტალის მასალას, ფართო ტყავის ქამრებს და რბილ ნაწილს, რომელიც სავარძელს ძალიან მყუდროსა და კომფორტულს ხდის.

Cité-ს სავარძლის შეძენა ახლა შესაძლებელია ისეთ საერთაშორისო ბრენდში, როგორიც არის Vitra და ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დიზაინის მნიშვნელობას. ბრენდის კოლექციაში წარმოდგენილ მოდელებს აქვთ რეგულირებადი სიმაღლე, სტრუქტურისთვის გამოყენებულია ფოლადი, თექა და პლასტმასის დეტალები.

სავარძლის შეძენა რამდენიმე სხვადასხვა ფერშია შესაძლებელი, მათ შორის გამოირჩევა წითელი, შავი, ლურჯი, ვარდისფერი და სხვა ელეგანტური ტონები. Vitra-ს ოფიციალურ კატალოგში მისი ფასი $5,2500-ს შეადგენს.

9 ადგილი თბილისში, სადაც ჟურნალის მაგიდას შეიძენთ

ჰიგიენური შხაპი – რა უნდა გავითვალისწინოთ მისი მონტაჟის შემთხვევაში?