ალბათ, ყველას გვახსოვს, როგორ გვძულდა ბავშვობაში ექიმთან ვიზიტი. ყოველი კბილის წამოტკიება, აცრა თუ სამედიცინო პროცედურა ჩვენთვის უსახურ კედლებთან, საავადმყოფოს ერთფეროვან და უღიმღამო ინტერიერთან ასოცირდებოდა. თუმცა დიზაინის ტრენდები იცვლება და მუდამ ვითარდება. 21-ე საუკუნეში ინტერიერის დიზაინერები ითვალისწინებენ იმ გავლენას, რომელიც ინტერიერის მნახველზე ახდენს ზემოქმედებას. ეს დეტალი კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ყველაზე პატარა წევრების შემთხვევაში, რომელთა კეთილგანწყობის დამსახურებას საკმაოდ დიდი შრომა სჭირდება.
ეს მარტივი ჭეშმარიტება გაითვალისწინა „The Apple Tree”-მ, პედიატრების კომპანიამ, რომელიც ათენში, საბერძნეთში მდებარეობს. მათი ოფისი გადაწყვეტილია მკვეთრ, ღია, ხალისიან ფერებში, რომელიც ბავშვებს ეხმარება განტვირთვაში და მათ ყურადღებას მაშინვე იპყრობს.
იმ შემთხვევაში, თუ მშობელთან ერთად პატარებს ექიმის ლოდინი უწევთ, ოფისში მათთვის განთავსებულია გასართობი, სათამაშო სივრცე, სადაც მათ გართობა და დროის მხიარულად გატარება შეუძლიათ.
ოფისში მომრგვალებული ფორმები, კარები და ფანჯრები გვხვდება, რაც შენობის ატმოსფეროს არბილებს და ბავშვებს არ ძაბავს ისე, როგორც წაწვეტებული ან მკაცრი კუთხეების მქონე ინტერიერი.
პასტელის ვარდისფერ, ნაზ ფერებშია გადაწყვეტილი შესამოწმებელი ოთახიც, სადაც პედიატრები ბავშვებს სინჯავენ. აქვე გვხვდება ნახატები და ქსოვილები, რომლებზეც სხვადასხვა ორნამენტებია გამოსახული.
არქიტექტურული სტუდია: Studio Materiality
ფოტოგრაფი: Alina Lefa.