in

საუდის არაბეთში უმანქანო ქალაქი აშენდება

მოჰამედ ბინ სალმანმა (Mohammed bin Salman), საუდის არაბეთის პრინცმა, საზოგადოებას ქვეყნის მომავალი, 170 კილომეტრის სიგრძის სწორხაზოვანი ქალაქის აშენების გეგმა წარუდგინა. ქალაქს The Line ეწოდება და გეგმის მიხედვით, ნულოვანი ენერგიის კონცეფცია აქ ყოველდღიურობაში იქნება გადასული – ქალაქში მანქანები არ იმოძრავებენ.

ამასთან ერთად, The Line-ში არც ქუჩები იარსებებს და მისი ყველა მაცხოვრებელი საჭირო შენობებთან ხუთი წუთის ფეხის სავალზე იცხოვრებს.

ბინ სალმანმა The Line-ს მშენებლობის შესახებ ინფორმაცია ვიდეოთი გაავრცელა, სადაც მან ქალაქს უწოდა „ცივილიზაციური რევოლუცია, რომელიც ადამიანებს პირველ ადგილზე აყენებს“.

170 კილომეტრის სიგრძის სწორხაზოვანი მეგაქალაქი  ერთმანეთთან დაკავშირებული საზოგადოებებისგან იქნება შემდგარი და წითელი ზღვის სანაპიროს საუდის არაბეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილთან დააკავშირებს.

The Line ნეომის ნაწილი იქნება, საუდის არაბეთის რეგიონის , რომლის მშენებლობაც 500 მილიარდი დოლარით დაფინანსდა და იორდანიისა და ეგვიპტის ტერიტორიაზეც ვრცელდება. ნეომი რევოლუციური პროექტია, ვინაიდან მთლიანად განახლებად და აღდგენად ენერგორესურსებს მოიხმარს და მსოფლიო ეკოლოგიურ მდგომარეობას არ ამძიმებს.

როგორც ქალაქის რენდერებზე ვხედავთ, ქალაქში არსებულ მინიმალური რაოდენობის ტრანსპორტის მართვა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მოხდება. მიწისქვეშ განთავსდება მეტროს ხაზი და ტვირთის გადასატანად აუცილებელი გზები. მიწაზე მხოლოდ საფეხმავლო გზები იქნება გაყვანილი,თუმცა მიწისქვეშა გზები მთელი ქალაქის ჩონჩხის ფუნქციას შეასრულებს.

მოჰამედ ბინ სალმანის განცხადებით, The Line-ის მშენებლობა 2021 წლის პირველ მეოთხედში დაიწყება

ვილა “BE” იტალიაში

4 კომპანია საქართველოში, სადაც თანამედროვე ელექტრო ფურნიტურას შეიძენთ