in

9 მაღაზია თბილისში, სადაც საწოლის თეთრეულს შეიძენთ

თეთრეული ის მნიშვნელოვანი ფუნქციური აქსესუარია, რომელიც ჩვენს კეთილდღეობას, კომფორტსა და საძინებლის ვიზუალურ მხარეს განსაზღვრავს. როდესაც ტექსტილს ვარჩევთ, აუცილებელია ის იყოს მაღალი ხარისხის, ფაფუკი, ნაზი და ესთეტიკურად მომხიბვლელი. საძინებელი სახლის ის ინტიმური ნაწილია, სადაც თავს ყველაზე მშვიდად, კომფორტულად და მყუდროდ უნდა გრძნობდეთ. კარგ თეთრეულს კი შეუძლია მაქსიმალურად სასიამოვნო და პოზიტიური გარემო შექმნას და მოგცეთ საშუალება, იზრუნოთ საკუთარ თავსა და სხეულზე, რადგან ჩვენს ჯანმრთელობაზე ძილის ხარისხი მნიშვნელოვნად აისახება, ამ უკანასკნელს კი კომფორტული თეთრეული განსაზღვრას. იმისათვის, რომ თქვენს საძინებელ სივრცეში თავი მშვიდად, სასიამოვნოდ და ჰარმონიულად იგრძნოთ, დღეს მოგიმზადეთ იმ მაღაზიათა ჩამონათვალი, სადაც მაღალი ხარისხის და მიმზიდველი დიზაინის მქონე ტექსტილის შეძენას შეძლებთ.

1. ზეზეწარი

„ზეზეწარი“ ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებელს პრემიუმ კლასის, ხარისხიან თეთრეულს სთავაზობს. კომპანია თავდაპირველად ონლაინ ფუნქციონირებდა, სულ ცოტა ხნის წინ კი ახალი მაღაზია გახსნა, რომელიც აბაშიძის N38-ში მდებარეობს. მისი მთავარი მიზანია შექმნას მაღალი ხარისხის ქართული, მრავალფეროვანი პროდუქტი, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც გავა და არაერთ საძინებელს დაამშვენებს. შოურუმში თეთრეულის გარდა წარმოდგენილია: პიჟამები, ხალათები, პირსახოცები.

2. Tac Georgia

1997 წლიდან Tac-ის პროდუქციის შეძენა მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაშია შესაძლებელი, მათ შორისაა საქართველოც. მის შოურუმებში ნებისმიერი სტილის, სხვადასხვა დიზაინის მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი. კომპანია ორიენტირებულია კოლექციის მუდმივად განახლებაზე, ამიტომ სხვადასხვა გემოვნების მქონე ადამიანი, მისთვის სასურველ პროდუქტს მარტივად შეარჩევს. თეთრეულის ასორტიმენტი არაერთი ბრენდის ნაწარმს აერთიანებს და მომხმარებელს თეთრეულის ნაკრებების გარდა საბავშვო, ეკოლოგიურად სუფთა ხაზს სთავაზობს.

3. MADAME COCO

MADAME COCO წარმოადგენს პარიზულ სტილზე დაფუძნებულ მაღაზიათა ქსელს, რომელიც რბილი სტრუქტურით, სასიამოვნო ტექსტილით გამორჩეულ მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს თავის ერთგულ მომხმარებელს. კოლექციაში სხვადასხვა დიზაინისა და ფერის, ელეგანტური და დახვეწილი დიზაინის მოდელებია წარმოდგენილი, რომელიც თქვენს საძინებელს განსაკუთრებულ შტრიხებს შესძენს და თავს სასიამოვნოდ გაგრძნობინებთ.

4. Mysa

Mysa მრავალმხრივ და საინტერესო ნივთებსა და აქსესუარებთან ერთად, მაღალი ხარისხის თეთრეულს გთავაზობთ. სხვადასხვა ფერისა და დიზაინის, ერთსაწოლიანი და ორსაწოლიანი თეთრეულის კომპლექტები, იდეალურად ინტეგრირდება ნებისმიერი ტიპის საძინებელი ოთახის ინტერიერთან და მასში დამამშვიდებელ, ნაზ და მსუბუქ ხაზს შეიტანს. კოლექციაში უმეტესად ვხვდებით სადა, ღია ფერებს, რომლებიც სასიამოვნო ტექსტურასთან ერთად, თქვენს ძილს კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.

5. კლასიკა

“კლასიკა” თეთრეულის მრავალფეროვან ხაზს სთავაზობს მომხმარებელს, სადა ფერების პალიტრითა და ფერადი ტონალობით წარმოდგენილი კოლექცია, მარტივად შეეხამება როგორც ეკლექტიკურ, ასევე მინიმალისტურ სტილს და საძინებელში მომხიბლავ, საინტერესო აქცენტებს შექმნის, სადაც განმარტოება და დასვენება კიდევ უფრო სასიამოვნო და კომფორტული გახდება.

6. Zara Home

Zara Home კიდევ ერთი სივრცეა, სადაც მაღალი ხარისხის, ელეგანტური და მდიდრული ტექსტილის შეძენას შეძლებთ. კოლექცია დახვეწილი და გამორჩეული დიზაინის პროდუქციით გამოირჩევა, რომელიც ნებისმიერი გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს და სასურველი თეთრეულის შერჩევის არაერთ შესაძლებლობას იძლევა. სასიამოვნო ქსოვილი და ვიზუალურად მიმზიდველი ტექსტილი, თქვენი ძილის ხარისხს გააუმჯობესებს, თავს უფრო კომფორტულად გაგრძნობინებთ და დადებითი შეგრძნებებით აგავსებთ.

7. COINCASA

COINCASA იტალიური სტილით შთაგონებულ კოლექციას გთავაზობთ, რომლის თითოეული პროდუქტი განსაკუთრებულ ემოციებს უკავშირდება. ორიგინალური დიზაინი, ფერები და ხარისხი ის ძირითადი კომპონენტებია, რაც მას სასურველ ბრენდად აქვს ბაზარზე და მომხმარებელთა დადებით განწყობას ინარჩუნებს. ლამაზი და მომხიბვლელი თეთრეული სასიამოვნო შეგრძნებებთან ასოცირდება, რომელიც უფრო გამორჩეულ ადგილად აქცევს საძინებელ ოთახს.

8. English Home Georgia

100% ბამბის ხარისხიან თეთრეულს English Home Georgia-ს შოურუმში მარტივად შეარჩევთ. მიმზიდველი და დახვეწილი ტექსტილი, ორიგინალურ და ინდივიდუალურ ხაზს შეიტანს ინტერიერში და საძინებელს მყუდრო, თბილი, მშვიდი ენერგეტიკით აავსებს, სადაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში, დასვენებისა და რელაქსაციის პერიოდს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. საკუთარ თავზე ზრუნვა, პირველ რიგში, სხეულის მოვლით იწყება, ხარიხიანი თეთრეული და ესთეტიკურად მომხიბლავი გარემო კი, ადამიანთა კეთილდღეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

9. ტესსუტო

მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის თეთრეული ტესსუტოს შოურუმშიც დაგხვდებათ. სივრცეში პრემიუმ კლასის, ეკო მეგობრული პროდუქციაა წარმოდგენილი. საოცრად სასიამოვნოა ახალთახალი, სუფთა და დახვეწილი დიზაინის მქონე თეთრეულში ჩაწოლა და დასვენება, რომელიც ნებისმიერ ადამიანს სჭირდება, რათა ენერგიები აღიდგინოს და დადებითი განწყობა შეინარჩუნოს. თქვენი კეთილდღეობის განმსაზღვრელი კი კომფორტული ტექსტილია, რომელიც ოთახის ვიზუალს ამრავალფეროვნებს და ძილის ხარისხს აუმჯობესებს. ტესსუტო სწორედ ის სივრცეა, სადაც თქვენთვის სასურველი პროდუქტის შეძენა შეგეძლებათ.

თანამედროვეობისა და ადგილობრივი კულტურის ნაზავი — სახლი ტაილანდში

ფერნანდო რომერო — მრავალმხრივი არქიტექტორი