in

თუნუქის სახურავის უპირატესობები — 5 მთავარი მიზეზი

IPS
IPS

სახლის მშენებლობისა თუ რემონტის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი გადახურვაა, რომელიც დიდ სიფრთხილესა და ყურადღებას მოითხოვს. განარჩევენ სახურავის ორ ტიპს — სწორ და ქანობიან გადახურვას. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ყველაზე გავრცელებული და აქტუალური მასალა თუნუქის ფილებია, რომლებიც არაერთი უპირატესობით სარგებლობს და დღეს სწორედ ამ მახასიათებლებზე გავამახვილებთ ყურადღებას.

მდგრადობა და მტკიცე დამცავი ბარიერი — სხვა სახურავებისგან განსხვავებით, როგორიცაა პლასტმასის მასალა, კრამიტი თუ ხე, თუნუქის სახურავი მაღალი სიმყარითა და მედეგობით ხასიათდება. ის კარგად უძლებს სხვადასხვა კლიმატურ პირობებს და განსხვავებულ ტემპერატურას. მტკიცეა წვიმის, თოვლისა თუ ქარის დროს, ასევე კრამიტისგან განსხვავებით, მედეგია ძლიერი ტემპერატურისა და სიცხის მიმართ. შესაბამისად, ის ქმნის ძლიერ წყალგაუმტარ ბარიერს, იცავს შიდა სივრცეს წყლისა და ტენისგან, უზრუნველყოფს თერმოიზოლაციას და შენობის სტრუქტურულ მთლიანობას იცავს.

ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობა — მასალის სიმყარის გამო, სწორად შერჩეული თუნუქის ფილა და მონტაჟის სიზუსტე უზრუნველყოფს თუნუქის სახურავის ხანგრძლივ გამოყენებას, ამიტომ მისი საექსპლუატაციო ვადა 50 წელზე მეტს გრძელდება.

ენერგოეფექტურობა და იზოლაცია — თუნუქის სახურავი უზრუნველყოფს შიდა სივრცეში სასურველ ტემპერატურას და ამცირებს ენერგიის მოხმარებას, რადგან მისი მონტაჟისას აუცილებელია ხმისა და სითბოს საიზოლაციო მასალის გამოყენება, რომელიც ინტერიერს ხმაურისგან იცავს და სითბოს შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამგვარად, თბოიზოლაციის დამსახურებით, ენერგოეფექტური გარემო იქმნება, რაც მაცხოვრებლების კომუნალურ ხარჯებს ამცირებს.

მრავალფეროვნება — თუნუქის სახურავის კიდევ ერთი უპირატესობა მისი მრავალფეროვანი დიზაინია. არსებობს მეტალოკრამიტისა და პროფილირებული თუნუქის სახურავები, რომლებიც სხვადასხვა ფერშია წარმოდგენილი და განსხვავებულ იერსახეს იძლევა. მომხმარებელს სურვილის მიხედვით შეუძლია შეარჩიოს, ერთი მხრივ, მეტალოკრამიტის მასალა, რომელსაც კრამიტის ფორმა აქვს და სხვადასხვა ფერშია ხელმისაწვდომი. მეორე მხრივ კი, პროფილირებული სახურავი, რომელიც სწორი, ზოლებიანი, დამრეცი ზედაპირით ხასიათდება.

მონტაჟის სიმარტივე — თუნუქის სახურავის მონტაჟი განსაკუთრებულ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული, თუმცა მისი ეფექტურობისა და მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე საფეხურის გათვალისწინება და სამონტაჟო ეტაპების დაცვა.

თავდაპირველად, ხის კონსტრუქცია ეწყობა, რომელიც ჭიის საწინააღმდეგო წამლით მუშავდება. მომდევნო ეტაპზე ხის კოჭებით სახურავისთვის კონსტრუქცია კეთდება, რომელზეც სპეციალური მემბრანა ეკვრება, რათა ცივი და ცხელი ჰაერის ურთიერთქმედების შედეგად, კონდენსატი არ წარმოიქმნას. შემდეგ მიმდინარეობს ფიცრების ფენის მონტაჟი, რომელზეც თუნუქის ფირფიტები მაგრდება. აქ გასათვალისწინებელია საიზოლაციო მასალაც, რომელიც სურვილის მიხედვით, შესაძლოა თუნუქის სახურავის მოპირკეთების შემდეგ ან მანამდე დამონტაჟდეს. არსებობს თუნუქის ინსტალაციის მეორე ვარიანტიც, რა დროსაც ხის კონსტრუქციის ნაცვლად, მილ-კვადრატი გამოიყენება, მომდევნო სამუშაოები კი სტანდარტულად მიმდინარეობს.

ამგვარად, შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ ქანობიანი სახურავის შემთხვევაში, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მასალა თუნუქის ფირფიტაა, რომელიც უზრუნველყოფს ფასადის ესთეტიკურ მიმზიდველობას, ეფექტურ დაცულობას, ენერგოეფექტურ გარემოს და სწორი მონტაჟის პირობებში მდგრად, უსაფრთხო და დაცულ სტრუქტურულ მთლიანობას ქმნის.

რუბრიკის წარმდგენია სამშენებლო სერვისების და მასალების კომპანია “აიპიესი”

ავტორი: მეკო მეტრეველი

მინიმალისტური მყუდრო თავშესაფარი ბუნებაში – Lumicene-ის პროექტი

„რბილი სცენარების კონცეფცია” — Laboratory of Architecture #3-ის ნამუშევარი აბაშიძის ქუჩაზე