მეპატრონეებმა სახლი შეიძინეს, როგორც 1980-იანი წლების ტიპური მალაიზიური ტერასიანი ტიპოლოგია კლასტერული სივრცეებითა და მრავალი დახურული ოთახით. 27 წლის განმავლობაში პროექტში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. ბოლო ტრანსფორმაცია 2015-2018 წლებში მიმდინარეობდა, მაშინ, როდესაც ბავშვები გაიზარდნენ, მარტო საცხოვრებლად გადავიდნენ და სახლში მხოლოდ მშობლები დარჩნენ. ამან თავდაპირველი შენობის ერთი მესამედით შემცირება და ლანდშაფტის უფრო მეტად გამოკვეთა გახადა შესაძლებელი. 3-სართულიანი სახლის ცენტრალურ ნაწილში, რომლის ზემოთაც შემინული სახურავია, ხე დაირგო.
მთელი დაგეგმარება შეიცვალა, ყველა შიდა კედელი ჩამოიშალა, სველი წერტილების ჩათვლით, რომლებიც ძირითადად ერთ მხარეს განლაგდა. შემინული სახურავის წყალობით სამზარეულოს კუნძული ნაწილობრივ გარეთ არის განთავსებული.
მეორე სართულზე, სამზარეულოსა და საყრდენი კედლის ირგვლივ საცხოვრებელი სივრცეა მოთავსებული. მესამე სართულზე არის ორი საძინებელი, რომლებიც მხოლოდ ფარდების საშუალებით არის გამოყოფილი, ხოლო პირველ სართულზე არის კიდევ ერთი საძინებელი/სასტუმრო ოთახი, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ სტუმრად მყოფმა მეპატრონეების შვილებმა ან მეგობრებმა განცალკევებით ცხოვრება შეძლონ.
ზონები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, რაც ერთი მთლიანი, დიდი სივრცის ეფექტს ქმნის. მესამე სართულის ფასადისთვის საზღვაო ორშრიანი ფიცრის ფანჯრებია გამოყენებული, ხოლო მეორე სართულს მეტალის ჩარჩოების მქონე მინები ამშვენებს.
სახლში არსად არის ფიქსირებული გამყოფი კედლები და კარები, გარდა შესასვლელისა. არ არის საჭირო კონდიციონერი, რადგან ღია დაგეგმარება სამივე სართულის ბუნებრივი ვენტილაციის საშუალებას იძლევა.
„ვაკვირდებით, როგორ სძენს ბუნება პროექტს სიცოცხლეს, არანაირი შფოთვა და მოლოდინი არ გაგვაჩნია“ — ამბობენ მეპატრონეები, რომელთათვის გარემოსთან კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია და ისინი ხაზს უსვამენ, რომ დღესდღეობით ადამიანები იმაზე ბევრად მეტ ბუნებრივ რესურსს მოვიხმართ, ვიდრე რეალურად გვჭირდება.
რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი”