არსებობენ ადამიანები, რომლებსაც კარიერული სიმაღლეების დაპყრობა სურთ და არსებობენ არქიტექტორები, რომლებიც ამას ფიზიკურად ახორციელებენ. ტომ რაითი ერთ-ერთი მსგავსი არქიტექტორია, რომლის ცამდე აწვდილი შენობები ყოველთვის იპყრობს მნახველის ყურადღებას. საინტერესოა, რომ მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარია ბათუმში დაგეგმილი – Ad Astra Tower-ის პროექტი.
ტომი დაიბადა შირლიში, სურეზეში, 1957 წელს. იგი სწავლობდა სამეფო რასელის სკოლაში, შემდეგ კი კინგსტონის უნივერსიტეტის არქიტექტურის სკოლაში. რაიტმა მიიღო კვალიფიკაცია არქიტექტორად იმავე წელს, როდესაც იგი მიიღეს ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტის წევრად 1983 წელს და იქიდან გახდა არქიტექტურული პრაქტიკის დირექტორი. ასევე, მალე რაიტი გახდა ატკინსის არქიტექტურის მმართველიც.
ტომ რაიტის კარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ჯუმეირა პლაჟის კურორტის დიზაინის შექმნა დუბაიში. შედეგად აშენდა ბურჯ ალ არაბი (არაბთა კოშკი). მასზე მუშაობა ტომმა 1993 წლის ოქტომბერში დაიწყო და დასრულდა 1999 წელს. შეიძლება ითქვას, რომ ტომმა დუბაიში ერთგვარი კულტურული ძეგლი შექმნა, თუნდაც როგორიცაა სიდნეის ოპერის თეატრი სიდნეიში და ეიფელის კოშკი პარიზში. სასტუმრო აგებულია dhow’s–ის (ტრადიციული არაბული გემი) აფრების მოტივებით, რომელიც ასახავს დუბაის საზღვაო მემკვიდრეობას. დღეს ამ სასტუმროს ნომერში დაბინავება ერთი ღამით საშუალოდ 2,600 დოლარად არის შესაძლებელი.
1999 წლიდან ტომ რაიტმა განაგრძო მუშაობა ატკინსში, როგორც არქიტექტურის ხელმძღვანელი Atkins H.Q. ეპსომში, ლონდონში. აქ ის ასრულებდა დიზაინის პროექტებს ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო კლიენტებისთვის.
ტომის ამჟამინდელი პორტფელი მოიცავს პროექტებს ავსტრალიაში, შორეულ აღმოსავლეთში, ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და აშშ -ში. პროექტების მაგალითია ალ-რაჯის კოშკი რიადში და ტბა ტუნისში. 2013 წლის ოქტომბერში ტომ რაიტმა დატოვა ატკინსი ორ სხვა დიზაინერ დირექტორთან, ჰაკიმ ხენოუჩთან და გეკუ კურუვილასთან ერთად, რათა შეექმნა ახალი სტუდია WKK.
მისი ერთ – ერთი უახლესი პროექტია Celebrity Cruises–ის ახალი გემის, Celebrity Edge–ის ერთობლივი დიზაინი, რომელსაც არაერთი ინოვაციური დეტალი აქვს საკრუიზო გემების ინდუსტრიაში.