in

Tomasella-ს ავეჯი ელიტ ელექტრონიქსში

კომპანია Tomasella 1948 წელს დაარსდა იტალიაში, ლუიჯი ტომასელას მიერ. 76-წლიანი მოღვაწეობის მანძილზე, კომპანია მუდმივად ახორციელებს ცვლილებებს და ითვალისწინებს ბაზრის მოთხოვნებს, რის გამოც დღემდე წარმატებით ინარჩუნებს მოწინავე ადგილს ავეჯის სფეროში.

Tomasella ამზადებს ისეთი ტიპის ავეჯს, რომელსაც უძლებს დროს, გააჩნია საინტერესო დიზაინი და ყველა თაობის წარმომადგენლისთვის არის სასურველი. ბრენდი გვთავაზობს პროდუქციის დიდ არჩევანს, რის გამოც მისი მრავალფეროვანი ასორტიმენტით შესაძლებელია  სრულად აღჭურვოთ სახლი Tomasella-ს ავეჯით.

უკვე 2 წელია, რაც Tomasella-ს ბრენდი შემოვიდა საქართველოს ბაზარზე და მის ექსკლუზიურ პარტნიორს საქართველოში კომპანია ელიტ ელექტრონიქსი წარმოადგენს. Tomasella-ს შოურუმი ელიტ ელექტრონიქსის თბილისისა და ბათუმის ფილიალებშია წარმოდგენილი და აქ ბრენდის უახლესი კოლექციის შეძენასთან ერთად, საშუალება გეძლევათ შეარჩიოთ და შეუკვეთოთ თქვენზე მორგებული ავეჯი, რომელიც 100%-ით დამზადებული იქნება იტალიაში.

Tomasella-ს წარმოებაში შეხვდებით როგორც საძინებელი და საგარდერობო ოთახის ავეჯს, ისე მოსაღები ოთახის კომპლექტაციას. თუმცა, Tomasella-ს ბრენდში ერთ-ერთ გამორჩეულ პოზიციას მაგიდა იკავებს, რომელიც განსხვავებული კონსტრუქციითა და დიზაინით არის წარმოდგენილი. Tomasella-ს მაგიდები მზადდება, როგორც კერამიკის, ისე ხის, MDF  და შუშის ზედაპირებით.

Tomasella-ს ყველაზე გაყიდვადი მაგიდები არის კერამიკის ზედაპირით. მაგიდები, რომლის ზედაპირიც დაფარულია კერამიკით ნებისმიერ დროსა თუ სივრცეში, ყველას ყურადღებას იპყრობს. მსგავსი ტიპის მაგიდების ელეგანტური, დახვეწილი დიზაინიდან გამომდინარე, ბაზარზე აქტუალურობას არასდროს კარგავს და მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.  ბუნებრივი მასალების ნაზავისგან შექმნილი კერამიკის მაგიდა  გამოირჩევა მდგრადობით, რის გამოც გამორჩეულ ვიზუალთან ერთად, კერამიკის ზედაპირი გამძლე და მარტივად მოსავლელია.

Tomasella-ს ავეჯის შეძენა შესაძლებელია როგორც ელიტ ელექტრონიქსის თბილისის (ქავთარაძის N1) და ბათუმის (გორგილაძის 94) ფილიალებში, ასევე ონლაინ ee.ge-ზე.

[R]

5 საინტერესო გზა მშვიდი და მყუდრო სამზარეულოს შესაქმნელად

რემონტის გამოცდილება: უტა ბექაიას რჩევები