in

Ton-ის სკამების ახალი კოლექცია – 822

Ton-ის ბრენდმა სკამების ეს კოლექცია შვედურ სტუდიასთან – Claesson Koivisto Rune-სთან პარტნიორობით შექმნა. მის ინსპირაციას წარმოადგენს იოზეფ ჰოფმანის 1930 წლის მოდერნისტული მოდელის – A811-ის დიზაინი. შვედმა დიზაინერებმა კი ის თანამედროვე სკანდინავიური მინიმალიზმის მიმართულებით განავითარეს. მათ შექმნეს განსხვავებული ვერსია, რომლის პროპორციებიც ბუნებრივ ფორმებს უკეთ ერგება. ეს სავარძლები შექმნილია ხელით, ხის დაგრეხვის ტექნოლოგიით და მთლიანობაში პროდუქტი უნიკალურ ხასიათს შრეებიანი ფიცრის დასაჯდომსა და საზურგეზე არსებული გრაფიკული წერტილოვანი ნახვრეტების საშუალებით იღებს. დიზაინის ეს პრინციპები სკამების, სავარძლების, მოსასვენებელი ოთახის სავარძლების, ბარის სკამებისა და დაბალი სკამების შექმნისას გამოიყენება.

 

The 822 Collection

„ხის მოხვევის ისტორია არის ევოლუცია და არა რევოლუცია. ჩვენ 822 კოლექცია შევქმენით იმისთვის, რომ ეს ისტორია გაგრძელდეს და თაობების მანძილზე გაგრძელდეს.“ – Claesson Koivisto Rune

Claesson Koivisto Rune

Claesson Koivisto Rune

Claesson Koivisto Rune არის თავისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო დიზაინისა და არქიტექტურის სტუდია. სამმა მეგობარმა და ყოფილმა თანაკლასელმა, მარტენ კლეისონმა, ეერო კოივისტომ და ოლა რუნემ სტუდია სტოკჰოლმში 1995 წელს დააარსეს, რათა არქიტექტურისა და დიზაინის გამაერთიანებელი სრული მომსახურების ატელიე შეექმნათ. მას შემდეგ მათ 60-ზე მეტი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვეს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათობით არქიტექტურული პროექტი შეასრულეს, ასევე, 80-ზე მეტი საერთაშორისო კომპანიისთვის ავეჯი და სხვა პროდუქტები დააპროექტეს.

შეგანხსენებთ, რომ TON-ის პროდუქციის შეძენა საქართველოში კეკელიძის 14 ნომერშია შესაძლებელი.

ყველაზე აქტუალური და არაბანალური ფერები ინტერიერის დიზაინში

ღირს თუ არა გარემონტებული ბინის შეძენა ახალაშენებულ კორპუსში?