in

P.O.V – ლეგენდარული TON-ის მაგიდების ახალი კოლექცია

ავეჯის მწარმოებელმა ჩეხურმა კომპანიამ მაგიდების ახალი ხაზი წარადგინა, რომელსაც „P.O.V.” ეწოდება. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, „P.O.V.”-ში წარმოდგენილი თითოეული ნამუშევარი მოდულარული დიზაინითაა გამორჩეული და ყოველი მაგიდა ორგანულადაა დამუშავებული.

ერთი შეხედვით, TON-ის ახალი ავეჯი მოზომილი, თავდაჭერილი, მშვიდი ინტერიერისთვისაა გამიზნული, თუმცა მისი ყურადღების ცენტრში განთავსებითა და ოთახის ცენტრალურ ფიგურად ქცევით მის მფლობელებს თავისუფლად შეუძლიათ ამ თითქოს „მორცხვი“ მაგიდების საკმაოდ გამბედავ ავეჯად გარდაქმნა – ყველაფერი ჩვენს შეხედულებებსა და გადმოსახედზეა დამოკიდებული. სწორედ აქედან მომდინარეობს კოლექციის სახელი – P.O.V (Point of View).

კოლექციის მაგიდები ორი განსხვავებული სიმაღლის ტიპით, სამი განსხვავებული ბაზითა და ექვსი ზედაპირის სახეობით ხასიათდება. ეს მოდულარული სისტემა ავეჯის დაახლოებით 70 სხვადასხვა ვარიაციის შექმნის საშუალებას იძლევა, რის გამოც TON-ის ახალი მაგიდების ხაზი ყველა ტიპის ინტერიერს შეიძლება მოერგოს – ოფისს, სასადილო ოთახს, კაფესა თუ რესტორანს. კოლექციაში შედის ასევე ტაბურეტებიც, რომლებიც ფუნქციურობასთან ერთად სივრცეს ახალისებს და ალამაზებს. P.O.V-ის კოლექციაში შემავალი ნამუშევრები სამი სხვადასხვა ხის ჯიშისგან არის დამზადებული. ესენია წიფელი, მუხა და ამერიკული კაკლის ხე.

საქართველოში TON-ის ავეჯის შეძენა კომპანიის შოურუმში, კეკელიძის #14-შია შესაძლებელი. პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თბილისის შოურუმის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

რა უნდა ვიცოდეთ “ფანკოილის” შესახებ

არქიტექტურა, რომელიც მატერიალურ, დროულ და სივრცულ მაჩვენებლებს ცდება – ინტერვიუ ვანო ქსნელაშვილთან