in

ტყესა და ზღვას შორის მოქცეული ულამაზესი პროექტი აჭარაში – მწვანე კონცხი ბოტანიკო

მწვანე კონცხი ბოტანიკო“ „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „ანაგის“ ერთობლივი პროექტია, რომლის სახელიც სიმწვანესა და მის გარშემო არსებულ ბოტანიკურ ბაღს უკავშირდება. კომპლექსი ბათუმის ცენტრიდან 9 კმ-ში მდებარეობს და ის 1.5 ჰექტარზეა გადანაწილებული. ეს არის უნიკალური სივრცე, რომელშიც მოიცავს როგორც საცხოვრებელ რეზიდენციებს, ასევე სარელაქსაციო და სავარჯიშო დარბაზებს, საცურაო აუზს, რესტორანს ბარით და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას მაქსიმალური დასვენებისა და კომფორტისთვის.

ამ გამორჩეული პროექტის შესახებ Homeis.ge დღეს “მწვანე კონცხი ბოტანიკოს” დირექტორს, გიორგი კაპანაძეს გაესაუბრა:

„მწვანე კონცხი ბოტანიკოს“ კომპლექსი გამორჩეული არქიტექტურით ხასიათდება. რა არის ის უმთავრესი პრინციპები, რომლებიც პროექტს განსაკუთრებულს ხდის?

პროექტი განსაკუთრებულია, პირველ რიგში, მისი უნიკალური ადგილმდებარეობით. ასევე შენობების მასშტაბითა და არასტანდარტული გეგმარებით, რომლის შედეგადაც ყველა ბინას აქვს საუკეთესო ხედი ზღვაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მაცხოვრებელს ყოველდღიურად შეეძლება დატკბეს ულამაზესი მზის ჩასვლით. დამატებით, პროექტის არქიტექტურაში გათვალისწინებულია ტერასები ყველა ბინისთვის, რასაც ფართის დაახლოებით 20-30% უჭირავს. ეს კი მფლობელს ზღვასთან, მზესთან და ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებას გაუჩენს. საბოლოო ჯამში, ეს დეტალები ჩვენი კომპლექსის ნათელ და ჰაეროვან ბინებში სიმყუდროვისა და განსაკუთრებული კომფორტის ატმოსფეროს ქმნის.

ვისაუბროთ პროექტის სივრცითი დაგეგმვის შესახებ. როგორი იყო გენერალური გეგმის შემუშავების პროცესი?

ჩვენ გამოვიყენეთ სამჯერ ნაკლები ინტენსივობის კოეფიციენტი – ანუ ვაშენებთ სამჯერ იმაზე ნაკლებს, ვიდრე დაშვებული იყო, იმისთვის, რომ ეს კომპლექსი ჰარმონიულად შერწყმოდა გარემოს. „სილქ როუდ ჯგუფის“ მთავარი მიზანია, რომ თანამედროვე პროექტების განხორციელების პარალელურად, შევინარჩუნოთ გარემო.

როგორც ცნობილია, „მწვანე კონცხი ბოტანიკოს“ არქიტექტურული პროექტის ავტორია სტუდია „MUA – Architecture & Placemaking”. გვიამბეთ თქვენი თანამშრომლობის შესახებ

“MUA – Architecture & Placemaking” ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი არქიტექტურული კომპანიაა, რომელთანაც ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ. ჩვენი წარმატებული ურთიერთობის მთავარი მიზეზი არის ის, რომ მათი მიდგომა ხშირად ემთხვევა ჩვენსას. პირველ რიგში, ეს არის გარემოსთან დიალოგი და შემოქმედებითი მიდგომა, რაც ახასიათებს “MUA – Architecture & Placemaking” გუნდს. მათი მიდგომის შედეგად, „ბოტანიკოს“ შენობები ისეა განთავსებული, რომ ინარჩუნებს მწვანე კონცხის კიბეებსა და ბილიკებს, რომლებიც ათწლეულებია არსებობს და ორგანულია ამ ადგილისთვის.

„მწვანე კონცხი ბოტანიკოს“ პროექტის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კომპლექსის ადგილობრივ გარემოსთან ჰარმონიული შერწყმაა. როგორია ამ მხრივ თქვენი კომპანიის ხედვა?

განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) შემუშავების პროცესში გადაწყდა, რომ შენობები განგვეთავსებინა იმ ადგილებზე, სადაც ადრეც იდგა ნაგებობები. ამ მიდგომით, მაქსიმალურად შევინარჩუნეთ გარემო და სიმწვანე, რაც ამ პროექტის დიდი უპირატესობაა. ორივე საცხოვრებელი შენობა და გასართობი ობიექტი სიმწვანეშია ჩაფლული. მეტიც, მშენებლობის დროს შენარჩუნებული იქნა ის ხეები, რაც ადგილზე იყო მანამდე. ეს სიმწვანე „ბოტანიკოს“ კიდევ უფრო მეტ სილამაზესა და სიმყუდროვეს სძენს.

გვიამბეთ კომპანია „ანაგის“ ჩართულობის შესახებ. პროექტის რა მიმართულებაზეა ის პასუხისმგებელი?

“ანაგი” ჩვენი პარტნიორი და ამ კომპლექსის მშენებელი კომპანიაა. უკვე არაერთი ათეული წელია, რაც “ანაგი” სამშენებლო ბაზრის ლიდერი და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კომპანიაა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მშენებლობა დაგეგმილი გრაფიკით მიმდინარეობს და მაცხოვრებლებს ბინები 2022 წლის დეკემბერში ჩაბარდებათ.  “სილქ როუდ ჯგუფის” და “ანაგის” მთავარი მიზანია მაცხოვრებლების წინაშე აღებული ვალდებულებების პირნათლად შესრულება, რაც ორივე კომპანიის გრძელვადიან საიმედოობას განაპირობებს.

რა არის „მწვანე კონცხი ბოტანიკოს“ პროექტის მთავარი მიზანი?

პროექტის მთავარი მიზანია, მაცხოვრებლებს შეუქმნას იდეალური დასასვენებელი გარემო, რომელსაც განსაზღვრავს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი:

  • მდებარეობა (სიახლოვე როგორც ბოტანიკურ ბაღთან, ასევე ზღვის სანაპიროსთან);
  • მაქსიმალური კომფორტი, რადგანაც ვიყენებთ მაღალხარისხიან მასალებს, ტექნიკასა და ავეჯს;
  • უნიკალური ხედი და სიმწვანე;
  • ინფრასტრუქტურა (აუზი, რესტორანი, ბარი, სავარჯიშო დარბაზი…);
  • ერთდროულად ბათუმის ცენტრთან სიახლოვე და მყუდრო გარემო.

ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოვიზიდოთ ისეთი სამეზობლო ( ე.წ. “community”), რომლისთვისაც საერთო ინტერესს წარმოადგენს ჯანსაღი გარემო, განტვირთვა, ბუნებასთან და ზღვასთან სიახლოვე. არ ვფიქრობთ მხოლოდ იმაზე, რომ ავაშენოთ და ჩავაბაროთ ბინები. ჩვენ ამაზე შორს ვიხედებით და შესაბამისად, გვაქვს სურვილი, რომ მაცხოვრებლებისთვის შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ისინი მუდამ შეძლებენ დროის საინტერესოდ გატარებას საკუთარ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.

პატარა ფართის ათვისების იდეალური მაგალითი – სტუდია Tinatin-ის ნამუშევარი სარაჯიშვილის ქუჩაზე

HAY – ავეჯისა და დეკორის დანიური ბრენდი