in

ტყის სახლი ამერიკის შეერთებულ შტატებში

სახლი, რომლის შესახებაც დღეს გიამბობთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 52 კვადრატული მეტრია.  პროექტი The Nook-ის სახელით არის ცნობილი და აერთიანებს ოფისს, სამხატვრო სტუდიასა და სტუმრებისთვის განკუთვნილ ზონას.

დიზაინი პატივს სცემს ბუნებას. მასალის სახით გამოყენებულია იაპონური კედრი, თეთრი მუხა, ადგილობრივი კირქვა და შუშა. საცხოვრებელი მდებარეობს ტყისა და ხეების უკანა ნაწილში. თითოეული დეტალი ზედმიწევნით არის შესწავლილი და შექმნილი ფუნქციონირებისთვის. ფორმებისა და სტრუქტურის გათვალისწინებით, სახლი მაქსიმალურად მყუდრო და კომფორტულია.

ადგილობრივი ლანდშაფტისა და უნიკალური დიზაინის წყალობით, The nook შესანიშნავია დასასვენებლად და დროის სიმშვიდეში გასატარებლად. ამასთან, სპეციალური ტექნოლოგიის წყალობით, შესაძლებელია სახლის დეტალებად დაშლა და სხვა ტერიტორიაზე გადატანა.

“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2-ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.

გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!  

რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2

როგორ შევქმნათ უნიკალური სივრცე კონტრასტული ელემენტების დახმარებით

29 სექტემბერს ჟურნალი Homeis.ge მორიგ მასშტაბურ ღონისძიებას გამართავს