in

ტყის სახლი კანადაში

Alliance Group
Alliance Group

La Cime არის  50 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე პროექტი კანადაში, სოფელ სენტ-ბეატრიქსში, რომელიც 2024 წელს შეიქმნა. სახლი მდებარეობს ტყიან ტერიტორიაზე, საიდანაც ხეებისა და მთების შესანიშნავი ხედი იშლება. პატარა საცხოვრებელს ესაზღვრება მცირე ზომის ბორცვი. ფანჯრებიდან შესაძლებელია მდინარე De la Boule-ს დანახვაც.

გარემოსდაცვითი მიზეზებიდან გამომდინარე, სახლი დგას ფოლადის სტრუქტურაზე, რათა შემცირდეს კონსტრუქციის ზემოქმედება ბუნებაზე. აღსანიშნავია, რომ პროექტი სრულად აკმაყოფილებს ნოვოკლიმატის სტანდარტებს, რის გამოც მიიღო LEED GOLD სერტიფიკატიც. პირველი სართული მდებარეობს მიწიდან დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლეზე. შესასვლელიდან ხვდებით ტერასაზე, საუნასა და სახლის შიდა სივრცეში. ამავე სართულზეა აბაზანა, საშხაპე და საძინებელი. პირველი და მეორე სართულები ერთმანეთს კიბით უკავშირდება.

სტუმრებისთვის უნიკალური გამოცდილების შექმნის მიზნით, შენობის დიზაინი შეიქმნა გარშემო არსებული ხედებიდან მიღებული შთაგონებით. საცხოვრებელი ზონები, როგორებიცაა მისაღები, სასადილო და სამზარეულო, განლაგებულია მეორე სართულზე. ფანჯრებიდან იშლება საუცხოო პანორამული ხედი. მთლიანობაში არქიტექტურა შედგება 3 ძირითადი ზონისაგან: შიდა ორი სართული, შეკიდული ტერასა აბაზანით და დასასვენებელი ადგილით და საუნა თავისი გარე შხაპით. სამივე ერთეული დაკავშირებულია სპეციალური გადასასვლელით.

სახურავის გადახურვა, გამჭვირვალე ფასადის დელატები და მინის პანელები ქმნის საკმაოდ მინიმალისტურ და ელეგანტურ დიზაინს. მასალის სახით გამოყენებულია წინასწარ დაძველებული დასავლური ფიჭვი. ინტერიერი დამუშავებულია თეთრი ფიჭვის საფარით, რომელსაც შეხვდებით კედლებსა და ჭერზე. ასევე, აქვეა ბეტონის მბზინავი ფილებიც. საერთო ჯამში, სწორედ ეს სიმარტივე და მინიმალიზმი ქმნის სიმშვიდისა და კომფორტის ერთიანობას.

არქიტექტურული სტუდია: NatureHumaine

ფოტოები: Raphaël Thibodeau

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”

Glas Italia – მინის ავეჯის წარმოებით ცნობილი ბრენდი იტალიიდან

რა უპირატესობა აქვს ეპოქსიდურ იატაკს — 8 მთავარი მიზეზი