in

ტრენდული ჩამრთველები როგორც ინტერიერის მთავარი განმასხვავებელი ელემენტი

თანამედროვე ადამიანის ცხოვრება და ფუნქციონირება ელექტროენერგიის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია. ტექნოლოგიები, რომლებიც ყოველდღიურობას გვიმარტივებს და მას ჩვენზე მოსახერხებელს ხდის, სწორედ ელექტროენერგიის შედეგად მუშაობს. განათება, ინტერნეტი, ტელევიზია, საყოფაცხოვრებო თუ სამუშაო ტექნიკა დენის წყაროს გარეშე უბრალოდ არ იარსებებს. თითოეული დანადგარისა და მოწყობილობის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის კი აუცილებელია ელექტრო წერტილები მოწესრიგებული და ხარისხიანი აპარატურით იყოს აღჭურვილი, რათა უსაფრთხოდ უზრუნველყოს უწყვეტი ელექტრო მომარაგება. სწორედ როზეტებისა და ჩამრთველების გამართულობა არის უპირველესი და საწყისი საფეხური მუდმივი დენის წყაროს მისაღებად, მათ გარეშე ვერც შესაბამის განათებას შევქმნით სივრცეში და ვერც რომელიმე დანადგარით ვისარგებლებთ. ამიტომ პროდუქციის არჩევისას განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გვმართებს, რათა სანდო და ეფექტური ნაწარმი შევარჩიოთ.

თანამედროვე სამყარო უკვე იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ხარისხთან ერთად, ვიზუალურ მხარეზეც ვიფიქროთ, სასურველი დიზაინის მოდელები შევუხამოთ ჩვენს ინტერიერს და მათი დახმარებით დეტალებზე ორიენტირებული, ესთეტიკური, ტრენდული და მიმზიდველი გარემო შევქმნათ.

ბოლო პერიოდის ტენდენციების მიხედვით, ინტერიერში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩამრთველების დიზაინს ენიჭება, რადგან მათი საშუალებით სრულიად გამორჩეული ინტერიერის შექმნაა შესაძლებელი. ჩამრთველებს ფუნქციურთან ერთად, დეკორატიული დატვირთვაც აქვთ, რადგან ბაზარზე არსებული განსხვავებული ზომის, ფორმის, ფერისა და ტექსტურის მიხედვით, ისინი ნებისმიერი ტიპის გარემოს იდეალურად ერწყმიან და ინდივიდუალურ, უჩვეულო აქცენტებს ქმნიან. ელექტრო აქსესუარების დიზაინი შეგიძლიათ კარების, სახელურების ან სულაც კედლების ფერს შეუხამოთ და სივრცეს უფრო ერთიანი, ჰარმონიული იერი მიანიჭოთ ან პირიქით, კონტრასტული ფერები გამოიყენოთ, ფერადოვანი ტონალობის მისაღებად.

რა უპირატესობით ხასიათდება თანამედროვე ჩამრთველები?

მოდური, ვიზუალურად მიმზიდველი თანამედროვე ჩამრთველები მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან  21-ე საუკუნის ინტერიერის დიზაინში ისინი სტანდარტული, მოძველებული მოდელების იდეალურ ალტერნატივას წარმოადგენენ. უახლესი დიზაინის პროდუქცია შესაძლებლობას იძლევა, თითოეული საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცე უფრო მრავალმხრივი, ინდივიდუალური და სახასიათო გახდეს. თანამედროვე ელექტრო მოწყობილობები არაერთი უპირატესობით ხასიათდება, რაც ბაზარზე პროდუქტის მაღალ მოთხოვნასა და მის უპირობო ლიდერობას განაპირობებს.

ვიზუალური მრავალფეროვნება – ადამიანები ცდილობენ, სახლის ინტერიერები ყველასგან განსხვავებული, განსაკუთრებით მომხიბვლელი გახადონ. წლების წინ ელექტრო ჩამრთველებსა და როზეტებზე ყურადღება არ მახვილდებოდა, რადგან მხოლოდ ერთფეროვანი, მონოტონური, თეთრი ფერის პროდუქცია იყო ხელმისაწვდომი. დღეს კი არსებობს შესაძლებლობა, განსხვავებული ვიზუალის მოდელები ნებისმიერ გარემოს შეუხამოთ, ის მეტად გააფერადოთ და რაც მთავარია, უნიკალური, სხვებისგან განსხვავებული ვიზუალი შექმნათ.

ხარისხი და უსაფრთხოება – თანამედროვე ჩამრთველები და როზეტები ესთეტიკურ დიზაინთან ერთად, ხარისხითა და მაღალი სტანდარტებით გამოირჩევა, რაც პროდუქტს მეტად დაცულსა და უსაფრთხოს ხდის. განსაკუთრებით კი ისეთ გარემოში, სადაც ბავშვებს მარტივად მიუწვდებათ ხელი გადამრთველებზე. განსხვავებით სტანდარტული მოდელებისგან, ახალი თაობის ჩამრთველები, ბევრად უფრო მდგრადი და სტაბილურია, რაც მათ ხანგრძლივ გამოყენებას უზრუნველყოფს.

კომფორტული მოხმარება – ამ უახლესი პროდუქტის უპირატესობა ისიცაა, რომ მისი ინსტალაცია და გამოყენება ბევრად გამარტივებულია, რადგან ის თანამედროვე სტანდარტების მიხედვითაა წარმოებული და მისი დამონტაჟება ნებისმიერ გარემოში ადვილად ხდება.

აღნიშნული მახასიათებლების რომელი ბრენდის პროდუქცია გვხვდება ქართულ ბაზარზე?

დღესდღეობით საქართველოში რამდენიმე ხარისხიანი ბრენდია წარმოდგენილი, თუმცა ამ მხრივ ცალკე აღნიშვნის ღირსია ბრიტანული VARILIGHT-ის პროდუქცია, რომელიც პრემიუმ კლასის, ხარისხიანი და მრავალფეროვანი დიზაინის მქონე ნაწარმს სთავაზობს მომხმარებელს.

VARILIGHT არის შპს Doyle & Tratt Products-ის ბრენდის სახელწოდება, რომელიც წამყვანი ბრიტანული კომპანიაა ჩამრთველების, როზეტებისა და ელექტრო აქსესუარების მსოფლიო ბაზარზე. ის საყოველთაოდ აღიარებული მწარმოებელია, რომელიც ბრიტანულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს ინოვაციური, მრავალწლიანი სანდოობის მქონე პროდუქციით ამარაგებს. როზეტებსა და გადამრთველებს კომპანია 1972 წლიდან აწარმოებს. მის სახელს უკავშირდება ამ მიმართულებით უკვე არსებული კონცეფციის გადაფასება და მისი გაუმჯობესება, ჩამრთველებისა და ელექტრობის აქსესუარების ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროდუქციის, მათ შორის ენერგო ეფექტური მოწყობილობების შექმნა, რომელიც ელექტროენერგიის დაზოგვას ემსახურება. ხარისხისა და მაღალი კვალიფიკაციის გამო, 2005 წელს ბრენდს გაერთიანებული სამეფოს ყველაზე პრესტიჟული  The Queen’s Award for Enterprise-ის ჯილდო მიენიჭა, კატეგორიაში „უწყვეტი ინოვაცია და განვითარება“. ამასთანავე, მოპოვებული აქვს 2007 წლის „Innovation in Lighting Design“-ის სტატუსი.

VARILIGHT აქტიურად განაგრძობს განვითარებას და მომხმარებელს  თანამედროვე, უსაფრთხო და პრემიუმ ხარისხის მრავალფეროვანი პროდუქციით უზრუნველყოფს, რომელიც დამზადებულია ფოლადის, ბრინჯაოს ან თითბერის მასალებისგან და გვხვდება როგორც მინიმალისტურ სტილში, ასევე უფრო გამორჩეული, მდიდრული დიზაინით. ხარისხიან ნაწარმთან ერთად, ბრენდის პროდუქცია ძალიან მომხიბვლელი, ესთეტიკურად დახვეწილი ვიზუალით ხასიათდება, რაც სავაჭრო სექტორში მას მოწინავე პოზიციას ანიჭებს.

სად შევიძინოთ VARILIGHT-ის ბრენდის ჩამრთველები და დენცქვიტები თბილისში

ჰიპერმარკეტი “დომინო”, რომელიც მშენებლობის, რემონტისა და მებაღეობისთვის საჭირო ნივთების დიდ და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს საკუთარ მომხმარებელს, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ საშოპინგო სივრცეს თბილისში, რადგან აქ რემონტისა და მშენებლობისთვის საჭირო ყველა პროდუქტი ერთ სივრცეშია თავმოყრილი, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს დროსა და ენერგიას საყიდლების პროცესში. ამას გარდა, მომხმარებლის სრული კომფორტისთვის ჰიპერმარკეტის ტერიტორიაზე მოწყობილია უფასო საპარკინგე ზონა, რომელიც 400-მდე ავტომობილზეა გათვლილი. „დომინოს” პროდუქციის დათვალიერება შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე: ისთ ფოინთის სავაჭრო ცენტრი, თვალჭრელიძის ქ. N2; დიღომი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი 25. გარდა ფილიალებისა, მომხმარებლებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ მაღაზიის ვებგვერდის  მომსახურებითაც

კერძო სახლი ტაბახმელაში რძისფერი ინტერიერით – ნია მგელაძის ნამუშევარი

მწვანე ფერი ინტერიერში — რჩევები საინტერესო დეკორის შესაქმნელად