in

სად შევიძინოთ ტრენდული დიზაინერული ჭურჭელი? – 6 მაღაზია თბილისში

თვალისათვის მომხიბვლელი და ხარისხიანი ჭურჭელი სამზარეულოსა და სასადილო ოთახის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ატრიბუტია. დახვეწილი და ელეგანტური კომპლექტი, ჭამის რიტუალს ბევრად უფრო ამაღლებულსა და მშვენიერს ხდის. როდესაც ოჯახის წევრები, მეგობრები ერთად იკრიბებიან, საკვებს ამზადებენ, შემდეგ კი მას ერთობლივად მიირთმევენ, სხეულის ზრუნვასთან ერთად, ის რაღაც მაგიურს, ადამიანების გამაერთიანებელ მოვლენასაც უკავშირდება, რომელიც საზეიმო განწყობას აღძრავს. ლამაზი ჭურჭელი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მათთვის, ვისთვისაც გემოს შეგრძნება მნიშვნელოვანია, კულინარიითაა გატაცებული და ამ ყველაფერთან ერთად ესთეტიკურ მხარესაც  განსაკუთრებულ დატვირთვას ანიჭებს. მომხიბლავი დიზაინის მქონე აქსესუარი საოცარ ელფერს სძენს ინტერიერსაც და მასში დახვეწილი შტრიხები შეაქვს. ლამაზად მორთულ სუფრას, გემრიელი კერძების გასაფორმებლად, აუცილებლად სჭირდება მიმზიდველი ჭურჭელი, რომელიც ნებისმიერ სტუმარს მოხიბლავს და თითოეულ პიროვნებაში ერთიანობის განცდას უფრო ამაღლებულს გახდის. დღეს სწორედ ამ პროდუქტზე მოგითხრობთ და იმ მაღაზიებს გაგაცნობთ, ტრენდული დიზაინის ჭურჭელს შეიძენთ.

1. Mysa 

მაღაზია Mysa თავის ერთგულ მომხმარებელს, სახლის სხვადასხვა აქსესუართან ერთად, ჭურჭლის მრავალფეროვანი ხაზითაც ანებივრებს და მრავალმხრივი დიზაინის, ხარისხიან პროდუქციას სთავაზობს. სადა და მინიმალისტურ ჭურჭელთან ერთად, შოურუმში ფერადი და საინტერესო ვიზუალის მქონე კოლექცია წარმოდგენილი, რომელიც დახვეწილი და ორიგინალური ვიზუალით გამოირჩევა. ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანს მოხიბლავს და სადილის პროცესს განსაკუთრებულ ბრწყინვალებას შემატებს.

2. Coincasa

იტალიური ბრენდის პროდუქციის შეძენას, Coincasa-ს მაღაზიაში შეძლებთ, სადაც ყოველდღიურად მოხმარებად ჭურჭელთან ერთად, განსაკუთრებული და საზეიმო დღეებისათვის განკუთვნილი საოცრად მიმზიდველი დიზაინის მოდელებია წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ არა მხოლოდ უშუალოდ კერძს, არამედ იმასაც თუ რა ფორმით, როგორ მივირთმევთ მას. ამიტომ ყველა სახლში უნდა იყოს, სულ მცირე ერთი გამორჩეული ჭურჭლის ნაკრები, რომელიც ნებისმიერ მნახველში აღფრთოვანებას გამოიწვევს.

3. Zara Home  

Zara Home ის სივრცეა, რომელიც განსაკუთრებულად ზრუნავს თქვენი სახლის ნებისმიერი ზონის ესთეტიკურ მხარეზე. ის ჭურჭლის მოდურ, თანამედროვე ტენდენციებით შთაგონებულ კოლექციას გთავაზობთ, რომელიც სამზარეულოში განსაკუთრებულ ხასიათსა და განწყობას შექმნის. კერძის მომზადებისა და სტუმრების გამასპინძლების პროცესს უფრო საინტერესო თავგადასავლად აქცევს, ინტერიერსა და სასადილო მაგიდას კი საუცხოო შტრიხებს შემატებს და ესთეტიკურად გაამდიდრებს.

4. Kitchen and Living by Gastronome 

Kitchen and Living by Gastronome-ის მთავარი ხაზია მიმზიდველი ჭურჭელი და ყველა ის ნივთი, რომელიც თქვენი სახლის სამზარეულოსათვის გჭირდებათ. საინტერესო დიზაინის, გამორჩეული მოდელები, სილამაზესთან ერთად ხარისხითა და მდგრადობით გამოირჩევა. შოურუმში წარმოდგენილია Serax – ბელგიური ბრენდი, რომელიც განსხვავებული კულინარიული გამოცდილებისთვის, სხვადასხვა დიზაინერებთან კოლაბორაციით, კერამიკისა და ფაიფურის ჭურჭელს ქმნის და მათ ყოველდღიურ გამოყენებას განსაკუთრებულად აქცევს.

5. Sense Concept Store

თუ გსურთ თქვენი სუფრა დახვეწილი, ელეგანტური და თანამედროვე სტანდარტებით დამუშავებული, სხვადასხვა ბრენდის ჭურჭლის ხაზით გაამდიდროთ, მაშინ აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ Sense Concept Store-ს კოლექცია, სადაც  მრავალფეროვანი, განსხვავებული დიზაინის პროდუქციაა წარმოდგენილი, რომელიც თქვენს სამზარეულო და სასადილო სივრცეს მეტ ორიგინალურობასა და ინდივიდუალიზმს შემატებს. ნებისმიერი შერჩეული მოდელი სივრცეს განსაკუთრებულ მიმზიდველობას შესძენს.

6. MOTIF 

ტრენდული, ორიგინალური და ძალიან მომხიბვლელი დიზაინის ჭურჭლის მოყვარულთათვის MOTIF-ი განსაკუთრებული ადგილია. მის შოურუმში წარმოდგენილი კოლექცია სილამაზისა და ესთეტიკის მოყვარულ ნებისმიერ ადამიანს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს და საკვების მომზადებისა და საყვარელი ადამიანებისთვის კერძის განაწილების პროცესს კიდევ უფრო ამაღლებულსა და საზეიმოს გახდის, გამორჩეულ ელფერს შესძენს მას.

ზეთისხილისფერი ინტერიერში — 31 შთამაგონებელი იდეა

დევიდ ჩიპერფილდი — მოცულობითა და ჩრდილებით მოთამაშე არქიტექტორი