ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კომპანია „ცელსიუსმა” პირველად გახსნა კარი მომხმარებლისთვის. დღეს „ცელსიუსი” არის ლიდერი გათბობა-გაგრილების სისტემების ბაზარზე, რომელიც წარმატებით ემსახურება ათიათასობით კმაყოფილ მომხმარებელს საქართველოს მასშტაბით.
რეკორდულ დროში განვითარებული კომპანია დღეს წარმოდგენილია 9 ფილიალითა და სათავო ოფისით მთელი საქართველოს მასშტაბით. 100-ზე მეტი კვალიფიციური თანამშრომელი და გამოცდილი ტექნიკური სპეციალისტი ყოველდღიურად ზრუნავს თქვენს კომფორტზე.
„ცელსიუსის” წარმატების საიდუმლო მარტივია – კომპანია აერთიანებს სამ მთავარ კომპონენტს: მსოფლიო ბრენდების სერტიფიცირებულ პროდუქციას, პროფესიონალ გუნდს და მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისს. ARISTON, CHIQ, DEMIRDOKUM – ეს ის საერთაშორისო ბრენდებია, რომელთა ოფიციალური წარმომადგენელიც „ცელსიუსი” გახლავთ საქართველოში.
კომპანიის თანამედროვე ლაბორატორია, რომელიც ევროპული სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი, უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს და საიმედოობას. „ცელსიუსის” სერვისი მოიცავს სრულ პაკეტს – დაწყებული უფასო კონსულტაციით, პროექტირებითა და ხარჯთაღრიცხვით, დასრულებული პროფესიონალური მონტაჟითა და საგარანტიო მომსახურებით.
იუბილესთან დაკავშირებით, „ცელსიუსი” განსაკუთრებულ აქციებს სთავაზობს თავის მომხმარებლებს. ეს არის ჩვენი მადლიერების გამოხატვა თქვენი ნდობისთვის.
„კომფორტი ნებისმიერ ამინდში” – ეს არ არის უბრალოდ სლოგანი, ეს არის დაპირება, რომელსაც „ცელსიუსი” უკვე 4 წელია უცვლელად ასრულებს. ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას და ვრჩებით თქვენი საიმედო პარტნიორი კომფორტული გარემოს შექმნაში.
დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს ცხელ ხაზზე ან ეწვიეთ ჩვენს ფილიალებს საქართველოს მასშტაბით. „ცელსიუსის” გუნდი მზადაა, კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ ჩვენი სერვისის უპირატესობებში.
„ცელსიუსი” – 4 წელი თქვენი კომფორტისთვის!
[R]