in

რას გულისხმობს ცეცხლგამძლე შენობა და რა უნდა გავითვალისწინოთ ამ მხრივ მშენებლობის დაწყებამდე

ის, რაც ნებისმიერ შენობაში გვიყვარს, არის დაცულობის შეგრძნება. იქნება ეს საცხოვრებელი, საოფისე გარემო, სასტუმრო თუ სხვა, შენობამ უნდა უზრუნველყოს ჩვენი უსაფრთხოება. ნებისმიერი მშენებლობის დროს მნიშვნელოვანია იყოს დაცული უსაფრთხოების ყველა ნორმა. ამ ნორმების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი კი მდგრადი და ხარისხიანი სამშენებლო მასალაა.

დღეს ცეცხლგამძლეობაზე უნდა მოგიყვეთ და ისეთი პროდუქტი გაგაცნოთ, რომელიც თქვენს სახლს ისეთ მშვიდ გარემოდ აქცევს, სადაც ბედნიერად იცხოვრებთ და არ დაგჭირდებათ გაუთვალისწინებელ შემთხვევებზე ნერვიულობა.

უპირველეს ყოვლისა, განვმარტოთ, თუ რას ნიშნავს ცეცხლგამძლე მასალები

ეს გულისხმობს მასალას, რომელსაც აქვს უნარი კონკრეტული დროის განმავლობაში, არ დაიწვას და არ განიცადოს მნიშვნელოვანი დეფორმაცია ხანძრის შემთხვევაში. ასეთ მასალებს ამტანუნარიანებს უწოდებენ. ისინი წინააღმდეგობას უწევენ გამჭოლი ხვრელების (ღიობების) წარმოქმნას და მასალის კრიტიკულ ტემპერატურამდე გაცხელებას.

რისი გათვალისწინება გვჭირდება მშენებლობის დროს?

ნებისმიერი შენობის დაპროექტებისას მნიშვნელოვანი ფაქტორი შერჩეული მასალის თვისებებია. ცეცხლგამძლეობის თვისებაა ხელი შეუშალოს ან შეაკავოს ჭარბი სითბოს, ცხელი აირების ან ალის გადაადგილება.

მასალები, რომლებიც მშენებლობაში გამოიყენება, ადვილად არ უნდა დაიშალოს მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ, არ უნდა გაფართოვდეს და ჰქონდეს უნარი, რომ ცეცხლს გარკვეული პერიოდით მაინც გაუძლოს.

რომელი მასალებია ცეცხლგამძლე?

საქართველოს ბაზარზე არსებობს კომპანია, რომელიც მაღალი ხარისხის ცეცხლმედეგ ავტოკლავურ აირბლოკს გვთავაზობს. საუბარია „იტონგ კავკასუსზე”. ავტოკლავური აირბლოკ, რომელსაც ის აწარმოებს, 5 საათამდე უძლებს ცეცხლის ზეწოლას.

ხანძრის დროს ადამიანებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს კვამლში გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც სამშენებლო მასალისა და ხანძრის ჭიდილში, გარემოში გამოიყოფა. ავტოკლავური აირბლოკი ისეთი ბუნებრივი მასალისგან მზადდება, როგორიცაა: ქვიშა, კირი, თაბაშირი, ცემენტი და წყალი.  ის არ იწვის 5 სთ-ის განმავლობაში, შესაბამისად მავნე ნივთიერებებს აღარ გამოყოფს და ადამიანს აქვს საკმარისი დრო შენობის ევაკუაციისთვის.

როგორ შევარჩიოთ მასალა?

სანამ სახლის აშენებას დაიწყებთ, პირველ რიგში, უნდა შემოწმდეს მასალა, რომელსაც ყიდულობთ. ყიდვამდე აუცილებლად გაეცანით მასალის სპეციფიკაციას.

„იტონგის” ავტოკლავური აირბლოკი A1 კლასის სერტიფიკატს ფლობს. ეს კლასი ენიჭება მხოლოდ იმ მასალას, რომელიც არ იწვის დიდი ხნის მანძილზე და არ გამოყოფს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს. ხანძარს რომ თავი დავანებოთ და მაინცდამაინც ცეცხლს არ დაველოდოთ, ავტოკლავური აირბლოკი ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმშიც გამოგვადგება, როგორც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი.

სიცოცხლე და ჯანმრთელობა ამქვეყნად ყველაზე ძვირფასია, რაც ადამიანს გააჩნია.

შესაბამისად, შენობა , სადაც ვცხოვრობთ ან ვმუშაობთ უნდა იყოს ჯანრმთელობისთვის უსაფრთხო. სწორედ ყველა იმ ძირითადი მახასიათებლის გათვალისწინებით, რომლებიც ამ პირობებს აკმაყოფილებს, ვიღებთ ცეცხლმედეგ შენობას, რომელიც ჩვენს სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის.

რუბრიკა რჩევების წარმდგენია იტონგ კავკასუსი.

მცენარეები ინტერიერში – რამდენიმე საინტერესო იდეა შთაგონებისთვის #Homeisინსპირაცია

სარკის გამოყენებისას დაშვებული 5 შეცდომა