in

7 ადგილი თბილისში, სადაც წიგნის სათავსოს შეიძენთ

ალბათ, არ არსებობს სახლი, სადაც წიგნის კარადას ან თაროს ვერ ნახავთ. ინტერიერის მოწყობისას მათ განსაკუთრებული ესთეტიკური მნიშვნელობა ენიჭება. ორიგინალური დიზაინით დამზადებული თაროები სამკითხველო კუთხეს მომხიბვლელობასა და მყუდროებას ჰმატებს.

ლიტერატურის მოყვარულებს დღეს იმ ადგილებს გაგაცნობთ, სადაც მყუდრო სივრცის შესაქმნელად სასურველი სათავსოს შეძენას შეძლებთ.

1. „INTERIORISMO“

INTERIORISMO“-ს შოურუმი ესპანური, მაღალი ხარისხის პროდუქციას გთავაზობთ. აქ წარმოდგენილი დახვეწილი მოდელები, რომლებიც ნებისმიერ ინტერიერს დაამშვენებს, წიგნის მოყვარულებსაც არ დატოვებს გულგრილს.

2. „Mysa“

Mysa“-ში წიგნის კარადებისა და თაროების მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ. მეტალისა და ხისგან დამზადებული ორიგინალური მოდელები ნებისმიერი სტილის ინტერიერში საინტერესო ვიზუალს შექმნის.

3. „Comforter“

კომფორტისა და მყუდროების მისაღწევად, წიგნის სათავსოების დახვეწილ მოდელებს გთავაზობთ „Comforter“-იც. გამორჩეული დიზაინის თაროები დაგეხმარებათ, ინტერიერში განსაკუთრებული აქცენტები შეიტანოთ.

4. „JYSK“

პრაქტიკულ, მიმზიდველი დიზაინის თაროებს შეხვდებით „JYSK“-ში. შეგიძლიათ, წიგნის სათავსოები დეკორატიული აქსესუარებითაც გააფორმოთ, რის შედეგადაც ბევრად უფრო მრავალფეროვან კუთხეს მიიღებთ.

5. „Forum by new light“ 

Forum by new light“-ში სასურველი დიზაინის თაროს შერჩევა არ გაგიჭირდებათ. აქ წარმოდგენილ მრავალფეროვან მოდელებს ნებისმიერ ინტერიერს მოარგებთ და ერთიან, ჰარმონიულ სივრცესაც შექმნით.

6. „დომინო“

დომინოში“, უამრავი საყოფაცხოვრებო ნივთის გარდა, წიგნის თაროების შეძენასაც შეძლებთ. კომპაქტური სათავსოები დაგეხმარებათ, საყვარელ ნივთებს თავი ერთად მოუყაროთ, ინტერიერს კი მეტი მყუდროება შესძინოთ.

7. „გორგია“

გორგიას“ დიდ, კომფორტულ და მრავალფეროვან სივრცეში წიგნის მოყვარულებიც იპოვიან მათთვის საინტერესო ნივთებს. ამიტომ, თუკი წიგნის სათავსოს შეძენა გადაწყვიტეთ, გირჩევთ, „გორგიაში“ აუცილებლად შეიაროთ.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

სტუდიოს ტიპის გეგმარების ძირითადი პრინციპები – თინათინ ძირკვაძის გიდი

დასაკიდი უნიტაზი – რატომ სარგებლობს ის ნაკლები პოპულარობით საქართველოში?