სამზარეულოში ყველა ჩვენგანს მოგვეპოვება ისეთი ინგრედიენტები, რომელთა მეშვეობითაც სახლში სუფთა გარემოს შენარჩუნება მარტივადაა შესაძლებელი. ყველას გვაქვს საკვები სოდა, თეთრი ძმარი, მათეთრებელი, ჭურჭლის სარეცხი საშუალება, წყალბადის ზეჟანგი, სიმიდის კრახმალი და ბოთლის გამფრქვევი. დღეს გვინდა შემოგთავაზოთ ხალხური საშუალებები, რომლებიც თანამედროვე ქიმიურ საშუალებებს, რა თქმა უნდა, ვერ ჯობნის, მაგრამ პრაქტიკულია, ეკოლოგიურად სუფთაა და არ სდევს არასასიამოვნო და მძაფრი სუნი.
1. უნივერსაური საწმენდი საშუალება
შეურიეთ ძმარი, თბილი წყალი და სოდა პროპორციით 1:1:0,5. თუ თქვენ გსურთ, რომ მიღებულ საშუალებას სასიამოვნო სურნელიც ჰქონდეს, საყვარელი ეთერზეთის რამდენიმე წვეთი დაამატეთ.
2. ლაქის ამომყვანი
თუ თქვენ ბავშვები ან შინაური ცხოველები გყავთ, ეს რეცეპტი ძლიან გამოგადგებათ. შეურიეთ წყალბადის ზეჟანგი და სოდა პროპორციით 2: ¼. კარგად გადაურიეთ და გადაასხით სითხე გამაფრქვეველში. მიაფრქვიეთ სითხე ლაქას, დატოვეთ რამდენიმე წუთით, შემდგომ მოწმინდეთ მშრალი ტილოთი ან ჯაგრისით. საჭიროების შემთხვევაში პროცედურა გაიმეორეთ.
3. სადეზინფექციო სპრეი
შეურიეთ თანაბარი რაოდენობით ძმარი და წყალი. სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერი ეთერზეთის რამდენიმე წვეთი დაამატეთ. კარგად გადაურიეთ და გადაასხით გამაფრქვეველში. სხვათაშორის, ეთერზეთები ანტიბაქტერიულ თვისებებსაც ფლობენ. მიღებული შემადგენლობა დეზინფიცირებისთვის სასურველ ზედაპირზე დაიტანეთ და გაამშრალეთ იგი.
4. ფანჯრების საწმენდი
ფანჯრებისა და სარკის გაწმენდა ასეთი ხერხით სცადეთ: აურიეთ ფინჯანის ¼ ძმარი, 2,5 ჭიქა წყალი და ½ ჩაის კოვზი სარეცხი საშუალება Dawn. სითხე გამაფრქვეველში გადაასხით. სასიამოვნო არომატის მისაღებად რამდენიმე წვეთი ეთერზეთი გაურიეთ.
5. საკვები ნარჩენების დამაქუცმაცებელი აპარატის წმენდა
დაბინძურებული ადგილის რეგულარული წმენდისათვის ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით გამოიყენეთ ნახევარი ლიმონი. ცოტათი გაფუჭებულიც გამოდგება. დააჭირეთ ჩართვის ღილაკს და დაელოდეთ, სანამ ლიმონი ბოლომდე არ გადამუშავდება. გარდა ამისა, კვირაში ერთხელ ან ორჯერ დამაქუცმაცებელში ჩააგდეთ ყინული. ის დაგეხმარებათ დანის პირებში ჩარჩენილი საკვების ნაწილაკების მოშორებაში. ყინულის პროცედურის შემდეგ 30-60 წამით წყალი ჩართეთ, რათა ყველაფერი ჩაირეცხოს.
6. სანიაღვრის საწმენდი
ჩაასხით 1 ჭიქა საკვები სოდა კანალიზაციაში. 1 ჭიქა დისტილირებულ ძმარში დაამატეთ სოდა (1:1). დაინახავთ როგორ დაიწყება ქაფწარმოქმნის პროცესი, ეს კომპონენტებს შორის ქიმიური რეაქციაა. ჩაასხით ის საკანალიზაციო მილში. დატოვეთ 30 წუთი. ამის შედგომ იქვე ერთი ჭიქა მდუღარე წყალი ჩაასხით ან 20 წამის განმავლობაში ცხელი წყალი მოუშვით. აუცილებლობის შემთხვევაში პროცედურა გაიმეორეთ.