წყლის გაჟონვა საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, რომელმაც შესაძლოა მილების ნაწილობრივ დაზიანება ან სრული განადგურება გამოიწვიოს. ხანდახან გაჟონვა თვალითაც შესამჩნევია, თუმცა რიგ შემთხვევებში მისი დიაგნოსტიკა პროფესიონალების დახმარების გარეშე ვერ ხერხდება. დღეს გაჟონვის გამოვლენის სამ ძირითად მეთოდს განასხვავებენ: მილსადენში გაჟონვის ადგილების განსაზღვრის კორელაციური მეთოდი, გაჟონვის გამოვლენის აკუსტიკური მეთოდი და თერმული გამოსახულების შემოწმება გაჟონვის დასადგენად. თითოეული მათგანის შემთხვევაში, დაგჭირდებათ პროფესიონალთა გუნდი, რომელიც თქვენი მილების მდგომარეობას ადგილზე მოსვლით შეამოწმებს სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით. დღევანდელ სტატიაში სწორედ რამდენიმე ასეთ კომპანიას გაგაცნობთ.