განვითარებულ ქვეყნებში ტენდენციური გახდა “მწვანე” – ეკოლოგირად მდგრადი სახლების მშენებლობა. “მწვანე სახლებში” თავიდანვე გათვლილია ბუნებრივი რესურსების (ენერგია, წყალი, სამშენებლო მასალები) ეფექტური გამოყენება.
წყლის მართვა და დაზოგვა ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია, რომელიც არც თუ ისე მარტივია ბაღებიან სახლებში. სარწყავი სისტემა, როგორც წესი, დიდი რაოდენობით წყალს მოიხმარს. ამ პრობლემის საპასუხოდ, “Studio Bas van der Veer”-მა შესანიშნავი “წვიმის წვეთი” შექმნა წვიმის წყლის შესაგროვებლად.
“წვიმის წვეთი” წყლის დიდი ჭურჭელია, რომელიც სანიაღვრე მილზე მაგრდება და წვიმის დროს ავტომატურად ივსება წყლით. ამრიგად, ბაღის მეპატრონე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აგროვებს წვიმის წყალს და მცენარეების მორწყვისას ზოგავს უძვირფასეს რესურსს – ონაკის სუფთა წყალს.
“წვიმის წვეთის” დიზაინი მინიმალისტური და ფუნქციონალურია. ჭურჭლის ქვედა ნაწილში ონკანია მოთავსებული, რომელზეც მარტივად ერთდება სარწყავი შლანგი. დიზაინერებმა არც ოთახის მცენარეები დაივიწყეს და “წვიმის წვეთს” ინტეგრირებული, ყვითელი საწრყავი ჭურჭელიც დაუმაგრეს, რომელიც მსუბუქი და პორტატულია.
აღსანიშნავია, რომ “წვიმის წვეთი” უამრავი დიზაინის საერთაშორისო ჯილდოს მომტანი გახდა “Studio Bas van der Veer”-ისთვის.
ფოტო: decoist.com