in

ტური მოდელ Elsa Hosk-ის ნიუ იორკის სახლში

Banner M2
Banner M2

“მე მინდოდა ყველაფრის ცენტრში ვყოფილიყავი”, – ამბობს მოდელი ელზა ჰოსკი ნიუ-იორკში სახლის ძიების შესახებ. ასეც მოხდა, მან საოცნებო სახლი Soho-ში იპოვა. როგორც თავად ამბობს, მას სწორედ ისეთი ინტერიერი სურდა, როგორიც თავად იყო. 2 წლიანი მუშაობის შემდეგ კი ეს ნამდვილად მოახერხა.

ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ელზას ანტრესოლიან სახლში საკმაოდ ბევრი ფუნქციური წერტილია გაერთიანებული. ეს ხომ ნიუ-იორკში კლასიკაა. ანტრესოლის შექმნაც სწორედ ნიუ-იორკის სახლებისთვის დამახასიათებელმა მაღალმა ჭერმა გამოიწვია.

სრულიად თეთრი კედლები და საკმაოდ ბევრი ფერი დეკორში – ასე შეავსო ელზამ სიცარიელე ინტერიერში. მისაღებ ნაწილში ვხვდებით ფერად ნახატებს, ბრაზილიური მოდერნიზმისთვის დამახასიათებელ კარადას, რბილ, ღია ყავისფერ დივანსა და თეთრ, ფუმფულა სკამებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ ნაწილში საკმაოდ დიდი ყურადღებაა გამახვილებული განათებაზე. აქ დადგმული სარკის ჩარჩოც კი თბილ განათებას ასხივებს.

მისაღები სივრცის ნაწილია ასევე ბიბლიოთეკა, რომელიც ერთგვარად თაღივით გამოიყურება და საოცრად ერწყმის აგურის კედლებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბინაში განათება უხვადაა, მას ისედაც არ აკლია სინათლე დიდი ფანჯრების გამო. მისაღები სივრცის ნაწილია ასევე თეთრი, ფუმფულა დივანიც.

მისაღები და სამზარეულო ერთგვარად გამოყოფილია სასადილო მაგიდით. რაც შეეხება თავად სამზარეულოს, ის სრულიად ხეშია გაკეთებული. ფაქტია, რომ სივრცე მის დიზაინერს საშუალებას აძლევდა, გაეკეთებინა კუნძულიც, რომელიც მართლა ძალიან კარგად ავსებს ინტერიერს.

სამზარეულოს მარჯვნივ არის კიბე, რომლითაც ელზას საძინებელში ავდივართ. ანტრესოლით შექმნილი საძინებელი ფანჯრებით ერთგვარად გამოყოფილია სივრცისგან და ღია ანტრესოლებისგან განსხვავებით, აქ მეტად უფრო პირადული სივრცე იქმნება.

ფოტოგრაფი: Max Burkhalter

7 რჩევა მათთვის, ვინც აბაზანაში რემონტს აპირებს

ინტერიერი, როგორც ცოცხალი ისტორია – ხათუნა ჩხეიძის ბინა ვაკეში