მექსიკა ის ადგილია, სადაც სელებრითები აქტიურად ითვისებენ მიწებს და ცდილობენ, ორიგინალური, თანამედროვე და საინტერესო რეზიდენციების მფლობელები გახდნენ. ამ სელებრითებში შედიან ცნობილი მოდელი, სინდი კროუფორდი და მსახიობი ჯორჯ ქლუნი.
მოდით, დავიწყოთ სინდის ნათელი, ფერადი და ჰაეროვანი სახლით, რომლის მისაღები ოთახი მყუდრო და ნათელი ფერების ერთგვარი აფეთქებაა. ოთახის დიდი ფანჯრებიდან ქალაქ მეხიკოს საუცხოო ხედი იშლება. ოთახი დატვირთულია რბილი ავეჯითა და ხის მაღალი სანათებით.
სინდი კროუფორდისა და რანდე გერბერის სახლის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ნახევრადღია სივრცე, სადაც ფრანგიპანის ხე მთავარ როლს თამაშობს. მასთანვეა ჩაის მაგიდაც, რომელსაც გარშემო ხის მასიური დივნები აქვს შემოწყობილი.
სახლის ასევე მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს გარე მისაღები ოთახიც, რომელიც დატვირთულია ღია ქვიშისფერი ავეჯით. დივნები გაფორმებულია რალფ ლორენის ბალიშებით. აქვეა აუზიანი ტერასაც, რომელიც დატვირთულია სკამებით, მაგიდითა და შეზლონგებით.
საძინებელი ერთგვარად, მინიმალისტურადაა მოწყობილი. მას აქვს დიდი აივანი, საიდანაც ასევე მეხიკოს ზღვის ხედი იშლება. აღსანიშნავია საწოლი, რომელიც მასიური ხისგანაა დამზადებული და ოთახში დომინანტური როლი უჭირავს.
სინდი კროუფორდის სახლის გვერდით მდებარეობს ჯორჯ ქლუნის რეზიდენციაც, რომელსაც ასევე აქვს ნახევრად ღია ტიპის სივრცე. აქაურობა დატვირთულია მცენარეებითა და ზოლიანი პრინტის მქონე ავეჯით.
ქლუნის მისაღები ოთახიდანაც, ანალოგიური ხედი იშლება. როგორც მეხიკოს სახლებისთვისაა დამახასიათებელი, ამ სახლსაც დიდი ზომის ფანჯრები აქვს. ერთგვარ მეორე მისაღებ ოთახად შეიძლება ჩავთვალოთ ბარის ადგილიც. მსახიობის ბარის არეალი აღჭურვილია Ralph Lauren Home-ის ქსოვილით შექმნილი სექციური დივანითა და ვინტაჟური ზამშის სავარძლების წყვილით.
ქლუნის სახლის გარე სივრცეში ვხვდებით მოსასვენებელ ადგილს და ცეცხლის დასანთებ ზონას.
შეიძლება ითქვას, რომ ქლუნის სამზარეულო უკიდურესი ორიგინალობით გამოირჩევა. ის მთლიანად ხეშია ჩასმული და უცხო შთაბეჭდილებას ტოვებს.
ქლუნის სახლში იპოვით კინოთეატრის ოთახსაც. კინოთეატრი აღჭურვილია 14-ფუტიანი Da-Lite ეკრანითა და CinemaTech სავარძლებით. აქვე არის სავარჯიშო ოთახიც, რომელშიც Life Fitness-ის ტრენაჟორები დგას.
სინდი კროუფორდის სახლის მსგავსად, ჯორჯ ქლუნის რეზიდენციასაც დიდი ზომის აუზი აქვს, რომლის გარშემოც სანტა ბარბარას დიზაინით შექმნილი ქოლგები და Jasper-ის შეზლონგებია განთავსებული.
ფოტოგრაფი: