in

ტური ჯენიფერ ენისტონის ჰოლივუდურ სახლში

Banner M2
Banner M2

ლოს-ანჯელესს ვარსკვლავების ქალაქს ტყუილად არ უწოდებენ – ყველაზე კაშკაშა და ცნობილი მსახიობები თუ კინოსა და მუსიკის ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანები მუდმივ ბინას ყველაზე ხშირად სწორედ ჰოლივუდის გულში იდებენ. ერთმანეთზე დიდებულ, ძვირადღირებულ სახლებს შორის აღსანიშნავია ჯენიფერ ენისტონის სახლი, რომელიც ლოს-ანჯელესის გორაკებში მდებარეობს და მნახველებს გემოვნებიანი ინტერიერით აოცებს.

„მსახიობი რომ არ ვყოფილიყავი, აუცილებლად დიზაინერობას მოვისურვებდი. მიყვარს მთელი ეს სამუშაო პროცესი. ქსოვილებისა და ორნამენტების არჩევა და რენოვაციის პროექტირების სხვა პროცესები ჩემთვის სულის მკვებავია,“ – აცხადებს ენისტონი, რომელიც ცნობილია ინტერიერის დიზაინისადმი უზომო სიყვარულითა და ინტერესით. მისი ჰობი ლოს-ანჯელესური სამოთხის თითოეულ დეტალში შეიმჩნევა. ეს სახლი ენისტონმა 2011 წელს შეიძინა და მის განახლებასა და საკუთარ გემოვნებაზე მოსარგებად ინტერიერის დიზაინერ სტივენ შედლისთან (Stephen Shadley) ერთად იმუშავა. შედლის თქმით, ჯენიფერს იზიდავს ხე, ქვა და სპილენძი, ისეთი მასალები, რომელთაც სიღრმე გააჩნიათ და ამბის მოყოლა შეუძლიათ. რაც არ უნდა ლამაზი და გლამურული იყოს ინტერიერის დეტალი, ენისტონი პირველ რიგში იმას აკვირდება, არის თუ არა ის თბილი და მიმზიდველი.

The master bedroom

90-იანების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, საზოგადოების საყვარელი მსახიობი სახლში ქმართან, ასევე მსახიობ ჯასტინ თერუსთან (Justin Theroux) და სამ ძაღლთან ერთად ცხოვრობს. მის სახლში ყურადღებას იქცევს ჯენიფერის კაბინეტი, რომელშიც გრანდიოზული სამუშაო მაგიდა დგას. როგორც ჯენიფერი ამბობს, ინტერიერის გარკვეული დეტალები მასში განსხვავებულ გრძნობებს აღძრავენ, კონკრეტულად ეს მერხი კი მას თავს ძალაუფლების მქონე, ავტორიტეტულ პირად აგრძნობინებს.

The home office features teal walls and a wall hanging

ენისტონის სასტუმრო ოთახში შესამჩნევია ვინტაჟური ჟან როიერის (Jean Royère) პოლარული დათვის დივანი, ჟაკ ადნეს (Jacques Adnet) სკამები და მის ვან დერ როეს (Mies van der Rohe) „დღის საწოლი“ (daybed).

The living room

The terrace

ჯენიფერ ენისტონის სტილი რამდენიმე საუკუნისთვის დამახასიათებელი ესთეტიკის ხაზით გამოირჩევა – როგორც თვითონ ამბობს, მის სახლში „ძველი სამყარო უერთდება ახალს“. აქ გვხვდება ხელით მოხატული, უნიკალური შპალიერები, 1950-იანების რეტრო ავეჯი და გაპრიალებული ცემენტის იატაკები, ანტიკური იაპონური დეკორაციები, აბრეშუმის ხალიჩები, და, რაც მთავარია, აბსტრაქტიზმის წარმომადგენელი ხელოვნების შედევრები. ენისტონი ხელოვნების მოტრფიალეა, ამიტომ თავისი სახლისთვის შეიძინა ადოლფ გოტლიბის (Adolph Gottlieb) რობერტ მაზერუელის (Robert Motherwell), გლენ ლიგონის (Glenn Ligon) შემოქმედებათა ეგზემპლიარები.

The powder room

რაც შეეხება მისი ბინის ექსტერიერს, მასზე ბაღების დიზაინერმა მარჩელო ვილანომ (Marcello Villano ) და ლანდშაფტის არქიტექტორმა ენ ეტინგერმა (Anne Attinger) იზრუნეს. აქ შექმნილია აზიური სტილით შთაგონებული ბაღები, ტერასები და ერთმანეთთან დაკავშირებული გარე ოთახები. ჯენიფერს და ჯასტინს საკმაოდ დატვირთული, ქაოტური გრაფიკი აქვთ, ამიტომ კვირაობით თავიანთ ეზოში განიტვირთებიან და ენერგიას იკრებენ ვარსკვლავური ცხოვრების მომდევნო კვირაში გასაგრძელებლად.

Jennifer Aniston's backyard view of swimming pool.

The pool by night.

The exterior of the house

The garden

The master bath

წყარო: Architectural Digest

ფოტოგრაფი: François Dischinger

ბინა გუდაურში – პროფესიონალის დახმარების გარეშე შექმნილი ინტერიერი

სარკეებიანი სახლი შვეიცარიის ალპებში, როგორც თანამედროვე ხელოვნების ნიმუში