1990 წელს აშენებული ხის სახლი მდებარეობს უაითფიშში, მონტანას ულამაზეს ტბაზე. Goldenbear Ranch, როგორც ცნობილია, განახლდა 2015 წელს ამჟამინდელი მფლობელების მიერ.
ინტერიერი გამოირჩევა მორების კედლებით, ქვისა და ხის აქცენტებითა და მაღალი ჭერით. სახლი მოიცავს სამზარეულოს, სასაუზმო ზონას, მისაღებ ოთახს, საოჯახო ოთახს ქვის ბუხრით და სასადილო ოთახს, რომელიც იხსნება და ტერასას უერთდება. ჯამში, სახლს აქვს ხუთი საძინებელი. მეორე სართულის ტერასიდან ტბის ხედი იშლება. ქვედა სართულზე კი არის ბარი, ღვინის მარანი და სპორტული დარბაზი.
5.5 ჰექტარი ფართობის ქონება მოიცავს გოლფის მოედანს, სანაპიროს, ღრმაწყლოვან ნავსადგურს და 2200 კვადრატულ მეტრ ფართობის სასტუმრო სახლს ორი საძინებლით, ორი აბაზანით, სამზარეულოთი, მისაღები და სასადილო ოთახებით.
შეიძლება ითქვას, რომ სახლის ინტერიერი ძველებური სტილისაა. აქ, ძირითადად, გვხვდება ტყავისა და ხის ავეჯი. სახლის დიზაინში მკვეთრ როლს თამაშობს მორების კედლები. რაც შეეხება დეკორს, ის ვინტაჟური სტილისაა და კარგადაა შერწყმული სახლის ინტერიერთან.
ფოტოები: Glacier Sotheby’s International Realt