in

ტური საუცხოო კალიფორნიულ სახლში – Kovac Design Studio-ს პროექტი

Banner M2
Banner M2

Trousdale Estates, რომელიც კალიფორნიაში, სანტა მონიკას მთებთან მდებარეობს, არის ლოს-ანჯელესის არქიტექტურულად ერთ-ერთი ყველაზე ერთგვაროვანი ადგილი. 1950-იანი წლების შუა ხანებში დაარსებული Trousdale Estates ყოველთვის ცნობილი იყო, როგორც ჰოლივუდური სამეზობლო, სადაც დინ მარტინი, ელვის პრესლი და ფრენკ სინატრა ცხოვრობდნენ.

ეს მდიდარი ისტორია, უბნის არქიტექტურულ მემკვიდრეობასთან ერთად, Kovac Design Studio-სთვის რაღაც უნიკალურის შექმნის პასუხისმგებლობას წარმოადგენდა.

ნიუ-იორკში დაფუძნებულმა კლიენტებმა Kovac Design Studio-ს თავიანთი თავშესაფრის დაპროექტება ბრაზილიელი ლანდშაფტის არქიტექტორის – რობერტო ბურლე მარქსის გამოფენაზე დასწრების შემდეგ სთხოვეს.

იდეა შთაგონებული იყო კლიენტის სურვილით – ჰქონოდა სახლი, რომელშიც თავს განმარტოებულად, უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნობდა. მაგრამ უსაფრთხოების ამ გრძნობის შექმნა საჭირო იყო სახლის ფასადზე ზემოქმედებისა და ქუჩისგან ზედმეტად მოწყვეტის გარეშე. Kovac Design Studio-მ ამისთვის შექმნა „ნიავის ბლოკები“, რომლებიც შიგნიდან ოქროსფრად არის შეღებილი. კომპანიის დამფუძნებელმა – მაიკლ კოვაჩმა თქვა, რომ სურდა ამ ბლოკებს ეფუნქციონირათ როგორც ტიხარს და მსუბუქი სინათლის წყაროს.

„ჩვენ თითოეული ბლოკის შიგნით LED განათებები დავმალეთ ისე, რომ ისინი შიგნიდან ანათებს. ბლოკების შიდა ღრუებისთვის გამოვიყენეთ ოქროსფერი საღებავი, რათა ცეცხლის ან სანთლის შუქის ეფექტი შეგვექმნა. დიზაინი თანაბრად პრაქტიკული და საუცხოოა“ – ამბობს მაიკლი.

Kovac Design Studio-ს მმართველი პარტნიორი თომას შნაიდერი და მაიკლ კოვაჩი თანხმდებიან, რომ დიზაინის ყველაზე რთული ასპექტი იყო რაც შეიძლება მეტ სივრცეს ჰქონოდა წვდომა იმ თვალწარმტაც ხედზე, რომელიც სახლიდან იშლება. „შენობის შედარებით დაბალი სიმაღლე და მკაფიოდ განსაზღვრული პერიმეტრი მოითხოვდა კრეატიულ აზროვნებას, რათა ამ მოცემულობებს დიზაინზე უარყოფითად არ ემოქმედა“ – ამბობს თომასი.

მფლობელს სურდა, რომ დიზაინერებს მასალების შერჩევისას აქცენტი ნეიტრალურ ფერებზე გაეკეთებინათ. კირქვის, ტერაცოსა და გათეთრებული მუხის პანელების დახვეწილი პალიტრა ჯინ დევისისა და ენდი უორჰოლის ნამუშევრების ცოცხალი ფერებისთვის გემოვნებიან ფონს უზრუნველყოფს.

Kovac Design Studio-ს მიერ შექმნილი „ნიავის ბლოკები“ შესანიშნავად ერწყმის ისტორიულ გარემოს. შიდა სივრცეში კი, გააზრებული და ღრმად პერსონალური ნარატივი გადმოცემულია ადაპტირებადი საცხოვრებელი ფართების, ხელოვნების ნიმუშების შესაშური კოლექციებისა და განტვირთვის ელემენტების საშუალებით. სახლს შესანიშნავად აღწერს მაიკლ კოვაჩის სიტყვები „ოაზისი ცაში.“

როგორ გავხადოთ პატარა მისაღები ოთახი უფრო დიდი და კომფორტული

ხელოვნების ნიმუშებით გამდიდრებული სახლი მცხეთაში – არქიტექტორ ნინი ოგანის საცხოვრებელი