in

უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა Area.ge-ზე

უძრავი ქონების პლატფორმა AREA.GE ბაზარზე ინოვაციურობითა და სიახლეებით გამოირჩევა. “არეამ” შეძლო და შეცვალა მომხმარებლის ქცევა. მისი გუნდის ყოველდღიური შრომის შედეგად, არეა ცდილობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროცესი სრულიად ციფრულ სამყაროში გადაიტანოს. შესაბამისად, არეას მიზანია უფრო კომფორტული და მოსახერხებელი გახადოს  ბინის თუ სხვა სახის უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესი.

რატომ Area.ge ?!

 Area.ge-ს მთავარი უპირატესობა მოსახერხებელი პლატფორმა, განცხადებების ხარისხი და პრემიუმ სერვისებია, რაც უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგების წარმატებით დასრულებას განაპირობებს.

არეა საქართველოში არსებული ბევრი დეველოპერული კომპანიის პარტნიორია, რაც ნიშნავს იმას, რომ არეაზე შესაძლებელია, დეტალურად დაათვალიეროთ დეველოპერების შეთავაზებები, პროექტები და გასაყიდი ბინები.

თუ ქონების გაყიდვით ხართ დაინტერესებული, ქონების შეფასებიდან დაწყებული, მისი ვიზუალიზაციითა და განცხადების განთავსებით დასრულებული, არეა ყველა ნაბიჯზე დაგეხმარებათ.

არ იცით, როგორია თქვენი ქონების საბაზრო ღირებულება? არეა გთავაზობთ ქონების შეფასების სხვადასხვა შესაძლებლობას:

საორიენტაციო შეფასება, რაც გულისხმობს მიახლოებითი ღირებულების გაგებას, პლატფორმაზე განთავსებული მსგავსი განცხადებების მიხედვით;

სარეკომენდაციო შეფასება – საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დასკვნა სპეციალისტების ჩართულობით;

პროფესიული შეფასება  – ადგილობრივ ბაზარზე გაყიდული ქონების ანალიზზე დაყრდნობით შედგენილი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტით.

ფასის დადგენის შემდეგ, დღის წესრიგში დგება გასაყიდი ქონების ვიზუალიზაცია (ფოტო – ვიდეო აღწერა), განცხადების შედგენა და განთავსება. იმისათვის, რომ ქონება რეალისტურად წარმოაჩინოთ, არეას პროფესიონალთა გუნდი გეწვევათ შესაბამისი ტექნიკით და გადაიღებს ნათელ, აღქმად ფოტოებს, სურვილის შემთხვევაში კი დაამზადებს ბინის 3D ტურს. ხოლო განცხადების რედაქტორი, დეტალების გამოკითხვის შემდეგ,  განცხადების სახით  განათავსებს თქვენი ქონების შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას საიტზე.

არეას პრემიუმ სერვისი „რეკლამა სოციალურ მედიაში“ თქვენს განცხადებას წარუდგენს რაც შეიძლება მეტ მაძიებელს, რომელთა ინტერესშიც სწორედ ისეთი მახასიათებლების მქონე ქონება შედის, როგორიც თქვენია.

გარდა ამისა, არეას საიტზე შესაძლებელია იპოთეკური სესხის მოთხოვნა დისტანციურად. თითოეულ განცხადებას ჩაშენებული აქვს იპოთეკური სესხის მოთხოვნის ფუნქციონალი. დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლებელია, განსაზღვროთ თქვენთვის საჭირო თანხა, გაიგოთ რამდენი გექნებათ თვეში გადასახდელი, როგორი იქნება საპროცენტო განაკვეთი და პირადი მონაცემების შევსების შემდეგ, გააგზავნოთ მოთხოვნა იპოთეკურ სესხზე. დაახლოებით სამ სამუშაო დღეში ბანკის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და დაასრულებს სესხის აღების პროცედურას.

ასე მარტივად შეიძლება უძრავი ქონების შეძენა, თუ თქვენ AREA.GE-ს მიმართავთ დასახმარებლად.

სუბტროპიკული მოდერნიზმით შექმნილი სახლი მაიამიში – Oppenheim Architecture-ის ნამუშევარი

როგორ გავხადოთ გარდერობი უფრო ორგანიზებული?