in

უძრავი ქონების შეძენა მარტივად და სწრაფად

მართალია, უძრავი ქონების შეძენა დიდ დაფიქრებას მოითხოვს, მაგრამ ხანდახან დგება მომენტი, როცა დროის მოკლე მონაკვეთში, სწრაფად და მარტივად უნდა შეიძინოთ სახლი, ბინა, მიწის ნაკვეთი თუ საოფისე ფართი თქვენი ბიზნესისთვის.

დრო ფუჭ ძებნასა და თქვენთვის შეუფერებელი ქონების დათვალიერებაში რომ არ დაიკარგოს, უმჯობესია თავიდანვე  საქმე უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმას  – area.ge-ს მიანდოთ.

რატომ მაინცდამაინც არეა?

მიზეზი ბევრია. area.ge ყველაზე დიდი უძრავი ქონების საიტია საქართველოში, რომელიც აერთიანებს პირველადი და მეორადი გასაყიდი ქონების განცხადებებს თავის სივრცეში. აქ შესაძლებელია, ნახოთ როგორც დეველოპერული კომპანიების მიმდინარე და უკვე დასრულებული პროექტები, ასევე მესაკუთრეების მიერ შეთავაზებული ბინები. არეაზე განცხადებები მუდმივ რეჟიმში ახლდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველწუთიერად შეიძლება წააწყდეთ ახალ შეთავაზებას.

არეას მიზანია,  მომხმარებელს სანდო, ხარისხიანი და დაზუსტებული ინფორმაცია მიაწოდოს. გუნდის წევრები მუდმივად აკონტროლებენ და ამოწმებენ განცხადებების შინაარს, ფოტო და ვიდეო მასალის ხარისხს და საჭიროების შემთხვევაში, ქონების მეპატრონესთან შეთანხმებით, აკორექტირებენ ინფორმაციას. შედეგად, ქონების სანახავად მისულ მაძიებელს ადგილზე ხვდება ის, რაც განცხადებაში ნახა და წაიკითხა. იმედგაცრუებაც ნაკლებია და  გადაწყვეტილების მიღებაც უფრო მარტივი ხდება.

პლატფორმაზე არსებული დახვეწილი ძებნის ფუნქციონალით, მომხმარებელს შეუძლია სასურველი ქონება – მიწის ნაკვეთი, საოფისე ფართი, ბინა, კერძო სახლი თუ აგარაკი – თავისი მოთხოვნების შესაბამისად გაფილტროს, რუკის მეშვეობით მარტივად მოძებნოს კონკრეტულ ლოკაციაზე, მიუთითოს მისთვის მნიშვნელოვანი მახასიათებლები, მაგალითად ფართი, ფასი, ოთახების რაოდენობა და პლატფორმა მხოლოდ იმ განცხადებებს შესთავაზებს, რომელიც მაძიებლის მოთხოვნებს ერგება. შედეგად, არ დაიკარგება დრო შეუსაბამო განცხადებების კითხვასა და დათვალიერებაში და საუკეთესოს ამორჩევა სწორედ იმ ვარიანტებიდან მოხდება, რომელიც ყველანაირად აკმაყოფილებს მაძიებლის მოთხოვნებს.

იპოთეკური სესხის მოთხოვნა უძრავი ქონების შესაძენად

სასურველი ქონების შერჩევის შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია, იპოთეკური სესხი ონლაინ, არეას საიტიდან მოითხოვოს, ისე რომ არ დასჭირდეს ფილიალში მისვლა და ზედმეტი დოკუმენტაციის შეგროვება.

არეაზე წარმოდგენილ თითოეულ განცხადებას მიბმული აქვს იპოთეკური სესხის მოთხოვნის ფუნქცია. პლატფორმაზე ჩაშენებული სესხის კალკულატორი  სესხის რაოდენობის მითითების შემდეგ  დაგითვლით, დაახლოებით რა თანხა დაგჭირდებათ  თანამონაწილეობისთვის, რამდენ წელზე გადანაწილდება კრედიტი, ყოველთვიურად რამდენის გადახადა მოუწევს მსესხებელს და.ა.შ. თუ მონაცემები დამაკმაყოფილებელი იქნება, პირადი ინფორმაციის (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი, მეილი) შევსების შედეგად, ბანკში გააგზავნით იპოთეკური სესხის მოთხოვნას ონლაინ. განხილვის შემდეგ, დეტალების დასაზუსტებლად ბანკის თანამშრომელი დაინტერესებულ პირს დაახლოებით სამ სამუშაო დღეში დაუკავშირდება და დაასრულებს სესხის აღების პროცედურას.

ასე, მარტივად შეიძლება მოძებნოთ სასურველი ქონება არეაზე, აიღოთ იპოთეკური სესხი სახლიდან გაუსვლელად და შეიძინოთ ქონება პირობების გასაუმჯობესებლად.

[R]

ქაოსში დაჭერილი წესრიგი – სტუმრად მაკა კვიციანის სახლში

ინტერიერის 9 გაკვეთილი მსოფლიოს უმსხვილესი დიზაინერებისა და არქიტექტორებისგან