in

როგორ ხდება უძრავი ქონების შეფასება Area-ს დახმარებით?

Area.ge უძრავი ქონების პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ქონების ძებნის და განთავსების პროცესის სრულ ციკლს და ერთ სივრცეში უყრის თავს ყველა იმ ნაბიჯს, რაც სახლის, კომერციული ფართის, მიწის ნაკვეთის ყიდვა – გაყიდვა- გაქირავებასთანაა დაკავშირებული.

არეა ორიენტირებულია მომხმარებელს მიაწოდოს სანდო, დაზუსტებული და ხარისხიანი ინფორმაცია. ამიტომაც, არეას გუნდის წევრები მუდმივად ამოწმებენ პლატფორმაზე განთავსებული განცხადებების შინაარს, ფოტო თუ ვიდეო მასალის ხარისხს და საჭიროებისამებრ, ქონების მეპატრონესთან შეთანხმებით, აკორექტირებენ ინფორმაციას.

პლატფორმაზე არსებული ძებნის ფუნქციონალით, მომხმარებელს შეუძლია სასურველი ქონების ტიპი თავისი მოთხოვნების შესაბამისად გაფილტროს, ხოლო რუკის მეშვეობით მარტივად მოძებნოს უძრავი ქონება კონკრეტულ ლოკაციაზე.

გარდა იმისა, რომ არეას სივრცეში შესაძლებელია მიწის ნაკვეთის, საოფისე ფართის, აგარაკების, კერძო სახლების,  ახალაშენებული, თუ მეორეული ბინების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, აღსანიშნავია არეას პრემიუმ სერვისები, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნებზეა მორგებული და ცდილობს, დაეხმაროს მაძიებელს ან ქონების გაყიდვით დაინტერესებულ პირს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგების წარმატებით დასრულებაში.

უძრავი ქონების სამყაროში, უმნიშვნელოვანესი საკითხი ქონების რეალური საბაზრო ღირებულებაა. პროფესიონალური შეფასება ქონების მფლობელსა და მაძიებელს შორის სამართლიანი გარიგების მთავარი წინაპირობაა.

იმისათვის რომ გაიგოთ, ქონების რეალური საბაზრო ღირებულება, არეა გთავაზობთ ქონების შეფასების პროფესიონალურ სერვისს.

რას გულისხმობს ქონების პროფესიონალური შეფასება?

ეს გახლავთ იურიდიული ძალის მქონე, სრულფასოვანი დოკუმენტი, რომელიც შედგენილია საერთაშორისო გამოცდილებასა და ადგილობრივ ბაზარზე გაყიდული ქონების ანალიზზე დაყრდნობით.

თუ გჭირდებათ ქონების რეალური ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, არეაზე მოითხოვეთ პროფესიონალური შეფასება და განაცხადის გაკეთებიდან 1 დღეში ელ.ფოსტის მისამართზე მიიღებთ საჭირო დოკუმენტს. სერვისით სარგებლობის საფასური  49 ლარია. გარდა იმისა, რომ დოკუმენტაცია გეგზავნებათ საკონტაქტო ელ.ფოსტაზე. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ბეჭდური ვერსიის მიღებაც.

როგორ მოვითხოვოთ ქონების პროფესიონალური შეფასება?

 უძრავი ქონების შეფასება არეას საიტიდან შემდეგ ნაბიჯებს მოიცავს: უნდა ეწვიოთ საიტს Area.ge მოძებნოთ პრემიუმ სერვისებში შეფასება, აირჩიოთ პროფესიონალური შეფასება და შეავსოთ აპლიკაციაში შემდეგი მონაცემები: ქონების ტიპი (რისი შეფასება გსურთ სახლი, ბინა, აგარაკი, კომერციული ფართი, მიწის ნაკვეთი) სრული ფართი, საკადასტრო კოდი, ქალაქი, უბანი ელ.ფოსტა, სახელი გვარი, ტელეფონის ნომერი. აპლიკაციის შევსებით ადასტურებთ, რომ გსურს შემფასებლის დაქირავება და ელოდებით 1 დღის განმავლობაში პროფესიონალების მიერ შედგენილ დოკუმენტს ქონების საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებით.

 

[R]

მიხეილ თუმანიშვილის შთამომავლების მიერ განახლებული სააგარაკო სახლი სოფელ წვერში

Lenvix – Stipfold-ის პროექტი King David-ის კომპლექსში