უკრაინელი არქიტექტორებისთვის იატაქვეშა ბეტონის სახლი შთაგონების ნამდვილ წყაროდ იქცა. მათი წარმოდგენით, სწორედ ასეთი უნდა იყოს ადგილი, სადაც, თუნდაც, პოსტპანდემიურ მსოფლიოში „მოულოდნელი სიურპრიზებისგან“ თავის დასაღწევად შეიძლება ცხოვრება.
კიევში დაფუძნებულ სტუდია Sergey Makhno Architects-ში ამბობენ, რომ ამ კონცეფციის განვითარების მაპროვოცირებელი სწორედ გლობალური პანდემია გახდა.
„ვაცნობიერებთ, რომ კიდევ ბევრი მოულოდნელი სიურპრიზი გველოდება, რისთვისაც შესაძლოა, სოციალურად, ტექნოლოგიების და ეკოლოგიის მხრივ ყველაზე მაღალგანვითარებული ქვეყნებიც კი არ აღმოჩნდნენ მზად“.
თუმცა, არ იფიქროთ, რომ უკრაინელი არქიტექტორები ტიპურ „ბუნკერზე“ საუბრობენ. მათ იდეის ვიზუალიზაციაც წარადგინეს – ეს არის ბეტონის კონსტრუქცია ტყეში, რომელის მხოლოდ მცირე ნაწილი (ჩასასვლელი) არის მიწის ზევით. მათი აზრით, იქვე მოწყობილი ვერტმფრენის ზოლი, საჭიროების შემთხვევაში, მაცხოვრებლების ევაკუაციისთვის იდეალური იქნება.
[წყარო: Dezeen]