იღვიძებ რბილ, ფუმფულა ლოგინში და თვალის გახელისთანავე უზარმაზარი ვიტრაჟიდან თვალუწვდენელ ზღვაში აღმოჩნდები. საწოლიდან პირველივე ნაბიჯების ჩამოდგმისთანავე კი, ტყეში ხარ და ფეხქვეშ ფოთლები შრიალებენ. თუ ამ ყველაფერს, ფერთა კორექციას გავუკეთებთ და ზღვის ხმაურს ყავის მადუღარის სტვენას დავუმატებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ზედმეტად არარეალურ კომერციულ რგოლს ვუყურებთ. სინამდვილეში კი, ეს იდეალური სცენარი შეიძლება თქვენი ყოფითი ცხოვრება გახდეს.
ტოპლაინ ქონსთრაქშენი შეკვეთილში პრემიუმ ტიპის, ლიმიტირებულ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს და სულ მალე ზღვის ხედებით პირდაპირ ტყის კორომში საკუთარი აპარტამენტის მფლობელი შეიძლება გახდეთ. პროექტი FIDELIO ერთნაირად მიმზიდველია საცხოვრებლად და საინვესტიციოდ, რადგან სხვა უამრავი ზღვაზე მიმდინარე მშენებლობისგან განსხვავებით, თვალში მოსახვედრი უპირატესობები აქვს.
პირდაპირი გულწრფელი ურთიერთობები გუნდის წევრებს შორის – ის მთავარი ფასეულობაა, რომლითაც ტოპლაინ ქონსთრაქშენის მენეჯმენტში ხელმძღვანელობენ. სწორედ ამან განაპირობა ჯანსაღი სამუშაო გარემო და დიდი მიზანი, რომელსაც საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მაღალი სტანდარტების დანერგვა. მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, მაღალკვალიფიციური არქიტექტორებით, ინჟინერებითა და მოტივირებული რიგითი თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული. მათი ყველას გააზრებული სურვილი და მოტივაცია, ქვეყანაში მიმდინარე სამშენებლო პროცესებში უახლესი სტანდარტების გამოყენება და მაღალი ხარისხობრივი ნიშის დაწესებაა.
აქტიური სამშენებლო პროცესები ქვეყნის დედაქალაში, ბათუმსა თუ შავი ზღვისპირეთის სხვა კურორტებზე მომხმარებელს არაერთ შესაძლებელობას სთავაზობს. თუმცა ტოპლაინ ქონსთრაქშენის პროექტის FIDELIO-ს უნიკალურობა მის სახასიათო არქიტექტურასა და გეგმარებაშია. Ნახაზების და რენდერების გაცნობისთანავე, გამახსოვრდება ავთენტური და უნიკალური გემოვნებით დაგეგმარებული საცხოვრებელი ფართები, რომელიც მომხმარებლის კომფორტსა და სიმარტივეზეა ორიენტირებული.
ტოპლაინ ქონსთრაქშენის პროექტი – FIDELIO შეკვეთილში პრემიუმ კლასის აპარტამენტებისგან შემდგარი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსია. მშენებლობა ევროპულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით მიმდინარეობს.
ენერგოეფექტური და სრულად კეთილმოწყობილი ბინები მომხმარებელს საცხოვრებლად მზა მდგომარეობაში ბარდება და პროექტის დასრულებისთანავე, 2022 წლის სექტემბერში ყოველგვარი სარემონტო სამუშაოების თავიდან არიდების გზით, პირდაპირ FIDELIO-ს მკვიდრი შეგიძლიათ გახდეთ და პირველი დასვენების სეზონი საკუთარ აპარტამენტებში მოიწყოთ.
მშენებლობა ზღვიდან 150 მეტრში – ტყის კორომში მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, FIDELIO-ს აპარტამენტებს უნიკალური ხედები აქვს ზღვასა და ტყეზე. 4 -სართულიანი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი სულ 22 პრემიუმ კლასის აპარტამენტისგან შედგება და მინიმალური საცხოვრებელი ფართის მოცულობა 30.7კვ.მ. -ია.
გეგმით გათვალისწინებულ პერიოდში FIDELIO-ს პირველ კორპუსს დაემატება კიდევ ორი საცხოვრებელი კომპლექსი.რომელიც უფრო მიმზიდველს და მრავალფეროვანს გახდის არსებულ გარემოს.
“პროექტი FIDELIO არის უმღალეს სტანდარტებზე მორგებული, პრემიუმ კლასის მშენებლობა და ფაქტობრივად, შეკვეთილში უკონკურენტო. რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე არ არსებობს მსგავსი ტიპის აპარტოტელი. ძირითადად იქ მხოლოდ საოჯახო ტიპის სასტუმროებია” – აცხადებენ კომპანიაში
აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აპარტოტელის მარვთის პროცესში შემოვა ფრანგული კოპმანია და მენეჯმენტს საკუთარ თავზე აიღებს. ამ დროისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ქსელ ACCOR-თან, რომლის ფრთის ქვეშაც ბევრი ცნობილი ბრენდის სასტუმროა და სწორედ მათგან ერთ-ერთი იქნება FIDELIO-ს აპარტოტელის მმართველი. ყველა მესაკუთრეს საშუალება ექნება თავად აირჩიოს საკუთარ მმართველობაში დატოვებს პირად უძრავ ქონებას, თუ მომსახურებას ფრანგულ კომპანიას გადააბარებს.
პროექტი უნიკალურია გართობისა და დასვენების მოყვარული ახალგაზრდებისთვის და დიდი ოჯახებისთვის ერთნაირად. ავეჯით, ტექნიკითა და საყოფაცხოვრებო აქსესუარებით უზრუნველყოფილ აპარტამენტს, მაღალფუნქციური ინფრასტრუქტურა აქვს. მობინადრეებს შეუძლიათ ისარგებლონ აუზით, მოსასვენებელი სივრცით, ბავშვთა გასართობი ტერიტორიით, რეკრეაციული ზონით საცხოვრებელ ეზოშივე და უნიკალური მომსახურებით ოთხფეხა მეგობრებისთვის (24 საათიანი მომვლელით).
უფრო ზუსტად FIDELIO მდებარეობს Black Sea Arena-საკონცერტო დაბაზის მოპირდაპირე მხარეს, ტყის კორომში. ცენტრალური ჩასახვევიდან დაახლოებით 90 მეტრში.
აღნიშნულ პროექტში უნიკალური წინა საახალწლო შეთავაზება მოქმედებს, რომლის მიხედვითაც კვადრატული მეტრის ფასი 1000$-ის ნაცვლად 900$ – ით განისაზღვრა. გადახდის პირობებს რაც შეეხება, მოქნილი და თქვენთვის მისაღები პაკეტით შეგიძლიათ ისარგებლოთ. შიდა უპროცენტო განვადება პროექტის დასრულებამდე მოქმედებს და აპარტამენტის შეძენა მინიმალური 20%-ის დაფიქსირებით შეგიძლიათ.
შესაძლებელია ერთიანი გადახდა და ხელსაყრელი ფასის მიღება, როგორც პირადი სახსრებით, ასევე – ბანკის იპოთეკით.
პროექტი სრულად არის დაფინანსებული თიბისი ბანკის მიერ და ერთობლივი შეთავაზების მიხედვით, 6 თვის განმავლობაში შეგიძლიათ ისარგებლოთ 0%-იანი იპოთეკით. დაფაროთ სესხის მხოლოდ ძირი, პროცენტის გარეშე. სურვილის შემთხვევაში, თქვენთვის სასურველი პროექტისა და პაკეტის შერჩევაში კომპანიის წარმომადგენლები დაგეხმარებიან ბმულზე და ვებგვერდზე: Top-line.ge.
[R]