in

როგორი იქნებოდა სახლი, რომელშიც სიამოვნებით იცხოვრებდით?

გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ თუ ესპანურ სტილზე შევჯერდებით, ეს სახლი შეიძლება პედრო ალმოდოვარის რომელიმე გენიალური ფილმით, პაბლო პიკასოს ნამუშევრებითა ან კლასიკური ესპანური დიზაინით იყოს შთაგონებული. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ამ სამიდან რომელს აირჩევდით – სახლში ლამაზი დეკორაცია აუცილებელია და ამაზე ყველანი ჩვენებურად ვთანხმდებით.

ესპანური არქიტექტურა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულად მიიჩნევა. მადრიდის ან ბარსელონის ქუჩებში ერთხელ მაინც თუ გისეირნიათ, ამაში ცალსახად დაგვეთანხმებით. თუმცა, ესპანეთში მოგზაურობის გარეშეც, შორიდან მაინც გექნებათ თვალი შევლებული, თუ როგორი თავისებური ხიბლი აქვს ყველა კედელს, ფანჯარას, კარსა და დეკორაციას. აქვე გვახსენდება ამ ქვეყნის არქიტექტურის ძირითადი მახასიათებლები – კვადრატული ფანჯრები, ნათელი კედლები და როგორც ექსტერიერში, ისე ინტერიერში, თამამად გამოყენებული ცისფერი, წითელი, მწვანე, ყვითელი ფერები და ფერადი ორნამენტებიც.

გარდა ვიზუალური ნაწილისა, ესპანელები რემონტში გამოყენებული მასალის შერჩევას უდიდეს ყურადღებას უთმობენ – ესპანური ხარისხი ყველასთვის კარგადაა ცნობილი, ამ ქვეყანაში წარმოებული მასალები კი მსოფლიოს არაერთ ბაზარზეა წარდგენილი.

ესპანური სტილის მზარდი პოპულარულობის ფონზე, ბოლო წლებში ტრენდული გახდა მისთვის ერთ-ერთი დამახასიათებელი მასალის – მიკროცემენტის – გამოყენება. მიკროცემენტი არის ეკოლოგიურად სუფთა, დეკორატიული მასალა, რომელიც გამოიყენება ნებისმიერი ზედაპირის დასაფარად, როგორც ინტერიერში, ისე ექსტერიერსა და სველ წერტილებში. სილამაზესა და ხარისხთან ერთად, მისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მოვლის სიმარტივეა. მიკროცემენტის დატანას არ სჭირდება დიდი დრო, ის მარტივად ერგება სხვადასხვა ზედაპირს, არის მყარი და მედეგი.

სწორედ ამ ტიპის მასალას სთავაზობს ქართველ მომხმარებელს Cement Design Georgia. ამ მომენტისთვის, კომპანიის კატალოგი 7 კოლექციას, 35 დამოუკიდებელ პროდუქტსა და 1000-ზე მეტ ფერს შეიცავს. Cement Design Georgia-ს მიერ შეთავაზებული მიკროცემენტის ყველა სახეობა ეკოლოგიურად სუფთაა – ის, ძირითადად, გადამუშავებული ნაწილაკებისგან მზადდება და შეიცავს ბუნებრივ ქვებს, ნაჭრებს, ხეს, ა.შ. განსაკუთრებით საინტერესოა მეტალის თვითჟანგვადი კოლექციაც, რომელიც მეტალის ნაწილაკებისგან შედგება და შრობის პროცესში ჟანგის ეფექტს იძენს. მასალა არის მყარი, თუმცა ამავდროულად ელასტიკური, რაც პატარა ბზარებისგან თავის დაზღვევის იდეალური საშუალებაა.

ესპანური ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი, Cement Design Georgia ქართულ ბაზარზე 3 წლის წინ გამოჩნდა და დღემდე წარმატებით ახორციელებს საქმიანობას. მისი პროდუქციით არამხოლოდ კერძო ობიექტები, არამედ ცნობილი ადგილობრივი ბრენდებიც სარგებლობენ.

Cement Design Georgia-ს პროდუქციის შეძენაც კი, განსაკუთრებული გამოცდილებაა. სასურველი მასალის შესარჩევად, საჭიროა დაუკავშირდეთ კომპანიის წარმომადგენლებს, რის შემდეგადაც ისინი შემოგთავაზებენ კატალოგში არსებულ ასორტიმენტს, გაგაცნობენ მიკროცემენტის თავისებურებებს და თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტის პოვნაში დაგეხმარებიან. შეკვეთის გაფორმებამდე შესაძლებელია როგორც ნიმუშების ადგილზე დათვალიერება, ასევე სასურველი ფაქტურის შერჩევა. მიკროცემენტის დატანის პროცესი კი, საშუალოდ, 3-14 დღე გრძელდება.

მიკროცემენტი გაძლევთ შესაძლებლობას, მარტივად შექმნათ თანამედროვე, დახვეწილი დიზაინი და მყუდრო ატმოსფერო ნებისმიერ სივრცეში. ხოლო ამ მასალის ექსტერიერსა და ინტერიერში გამოყენება ერთგვარი გარანტიაა, რომ თქვენი სახლი, ოფისი თუ აგარაკი არასოდეს იქნება ერთფეროვანი და მოსაწყენი.

სახლი არის ის ადგილი, სადაც თავი მაქსიმალურად კომფორტულად უნდა იგრძნოთ. ამისთვის კი აუცილებელია, რომ ის ზუსტად თქვენი გემოვნებისა და ხასიათის შესაბამისად იყოს გაფორმებული. ამ სახალისო პროცესთან დაკავშირებული უამრავი დეტალიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც შერჩეული მასალის დიზაინი, უსაფრთხოება და უმაღლესი ხარისხია. სწორედ ეს სამი თვისება წარმოადგენს იმ დაპირებას, რომელსაც Cement Design Georgia საკუთარი მომხმარებლისთვის შეთავაზებული, ნებისმიერი პროდუქტით თამამად ასრულებს.

[R]

ტრიპლექსი ჭერის ჰამაკით რიგის ქუჩაზე – სტუდია Function-ის ნამუშევარი

როგორ შევარჩიოთ აქცენტ ფერი ინტერიერისთვის?