ვალენტინობის დღესასწაულის მოაახლოებასთან ერთად, სულ უფრო ნაკლები დრო რჩება იდეალური საჩუქრის ასარჩევად მეორე ნახევრებისა თუ მეგობრებისთვის. ამიტომ თუ სიყვარულის დღისთვის გამორჩეულ, დასამახსოვრებელ და უნიკალურ საჩუქარს ეძებთ ინტერიერის მოყვარულთათვის, აუცილებლად გადახედეთ ჩვენ მიერ შემოთავაზებულ იდეებს:
1. The Why Not Gallery
“The Why Not Gallery” ქართველი ხელოვანების მიერ შექმნილ ორიგინალურ პროდუქციას წარუდგენს მომხმარებელს. გალერიის სასაჩუქრე მაღაზიაში უამრავ საოცარ ინტერიერის დეკორაციას შეხვდებით, საფერფლეებიდან დაწყებული, კედლის გამაოგნებელი ხალიჩების ჩათვლით, რომლებიც თქვენს პარტნიორს აუცილებლად გააოცებს.
2.Buyers
მაღაზია “Buyers”-ის ონლაინ მაღაზიაში დახვეწილ, კლასიკურ სახლის დეკორაციებს შეხვდებით, რომლებიც ნებისმიერ ინტერიერს მიანიჭებს ინტელექტუალურ, გემოვნებიან იერსახეს და დასამახსოვერბელ საჩუქრადაც იქცევა.
3.Zara Home
Zara Home, ტრადიციულად, ინტერიერის დეკორაციების მრავალფეროვან, ფართო არჩევანს გვთავაზობს. მაღაზიის კოლექციაში ყველა გემოვნების ადამიანისთვის შეიძლება შესაფერისი ვალენტინობის საჩუქრის არჩევა.
4.ამბიენსი/ Ambience
თბილისში, აბაშიძის #2-ში მდებარე მაღაზია “ამბიენსში” მომხმარებელს საყვარელი ადამიანისთვის ისეთი უნიკალური ინტერიერის აქსესუარების შეძენა შეუძლია, რომლებიც სახლს მსოფლიოს სხვადასხვა ეგზოტიკური წერტილისთვის დამახასიათებელი ატმოსფეროთი აავსებს და დამთვალიერებელზე ეფექტს მუდამ დატოვებს.
5.საინი
ნიკოლოზ ბერძენიშვილის #4-ში მდებარე სტუდია „საინი“ გვთავაზობს ქართული ანბანის ასო-ნიშნების საფუძველზე შექმნილ ახალ ქართულ ორნამენტებს. ვალენტინობის დღესასწაულისთვის შეგიძლიათ პარტნიორს ორიგინალური საჩუქარი გაუკეთოთ და ისეთი დეკორაციები შეურჩიოთ, რომლებიც მის ინიციალებსაც გამოხატავენ და ინტერიერსაც გაულამაზებენ.