in

ვარდისფერი ექსტერიერის მქონე სახლი ინგლისში – RX Architects-ის ნამუშევარი

Alliance Group
Alliance Group

აღმოსავლეთ სასექსში, სანაპიროზე რამდენიმე კერძო სახლია განლაგებული. მათში ერთ-ერთი განსაკუთრებული კი, ვარდისფერი ექსტერიერის მქონე შენობაა.

ფანჯრები შექმნილია ისე, რომ მოერგოს გარე ფასადს, რათა თავიდან იქნას აცილებული რაფები, რომლებზეც ქვიშა გროვდება. ამავე მიზეზით აქ არ გვხვდება ღარები, სადაც ქვიშა და მარილი შეიძლება დაგროვდეს და შენობას პრობლემა შეექმნას.

სახლის დიზაინერები ორიენტირებულები იყვნენ მტკიცე შენობის შექმნაზე, რომელიც გაუმკლავდება ექსტრემალურ ამინდს, ძლიერ ქარსა და მოძრავ ქვიშას. შენობა გარედან დასრულებულია ტროველირებული, მიკრობოჭკოვანი ცემენტით ვარდისფერი პიგმენტით. შესაბამისად, გარე მასალები საგულდაგულოდ შეირჩა.

სახლის ინტერიერი, შეიძლება ითქვას, უმეტესწილად ხისგანაა შექმნილი. გვერდულად განთავსებული ფანჯრები კი განსაცვიფრებელი ხედის დანახვის შესაძლებლობას იძლევიან.

აქაურობისთვის უცხოა ფარდები – მას სახლის არც ერთ ოთახში არ ვხვდებით, ესეც ალბათ იმიტომ, რომ ხედი ყოველთვის თვალსაჩინო იყოს.

შენობა თბება და პასიურად გრილდება ორი 90 მ სიღრმის ჭაბურღილის მეშვეობით MVHR სისტემასთან ერთად. სამმაგი მინის ფანჯრები ასევე შექმნილია იმისთვის, რომ შეამცირონ გარე აკუსტიკური ეფექტები, რაც მნიშვნელოვანია ამგვარ გარემოში.

არქიტექტურული სტუდია: RX Architects

ფოტოგრაფი: Richard Chivers

ჰუალინგ პლაზამ საახალწლოდ 10 000 მომხმარებელზე მეტი დაასაჩუქრა

რა ვაჩუქოთ ახალ წელს? – Homeis.ge-ს რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის