in

Veli.store ღონისძიება „homeis შეკრების“ პარტნიორია

სულ რაღაც, ერთი წლის წინ, საქართველოში პირველად გაიმართა ონლაინ გამოცემა homeis.ge-ის ღონისძიება „homeis შეკრება“. დადებითმა შეფასებებმა homeis.ge-ის გუნდს უფრო მასშტაბური „შეკრების” მოწყობა გადააწყვეტინა. 29 სექტემბერს, ონლაინ პლატფორმა homeis.ge „ლისი დეველოპმენტთან” ერთად, მორიგ ღონისძიებას გამართავს. ღონისძიებაზე არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინისა და დეველოპერული სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბებიან. „homeis შეკრების“ მთავარი თემაა „ანაბეჭდი“, როგორც შემოქმედის ინდივიდუალური ხელწერის აღმნიშვნელი სიმბოლო არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში.

ღონისძიების ფორმატი ითვალისწინებს სპიკერების გამოსვლებსა და პანელურ დისკუსიებს. აუდიტორიის წინაშე წარდგებიან ისეთი სტუდიების წარმომადგენლები, როგორებიცაა Ricardo Bofill Taller de Arquitectura (RBTA), Architects of Invention, UN Studio, Architects.ge, MUA, Extendo, ენდიზაინი, r312 architects, Nakanimamasakhlisi და სხვა. „homeis შეკრების“ პარტნიორია Veli.store. ღონისძიების მხარდაჭერაზე Veli.store-ის ბრენდის ხელმძღვანელი თათია კარიაული გვესაუბრა.

თქვენი შეფასებით, რა მნიშვნელობა აქვს „homeis შეკრებას“ არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროს განვითარებისთვის საქართველოში?

სფეროს განვითარებისთვის ისეთი ღონისძიება, სადაც ადამიანები ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ და ინდუსტრიის სიახლეებს ეცნობიან ძალიან მნიშვნელოვანია. სახლის თემატიკა და ზოგადად ის გარემო, რომელიც ადამიანისთვის ხშირად ძალიან დიდი ინსპირაციის და განვითარების წყაროა, ჩვენთვის კიდევ უფრო რელევანტურია, რადგან ველი ადამიანებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლის მთავარი არსი ინსპირაციაზე დგას.

რატომაა ველისთვის მნიშვნელოვანი და ღირებული ასეთი ღონისძიების პარტნიორობა?

ველიმ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სახლის კატეგორიის განვითარებაში განსაკუთრებული ძალისხმევა ჩადო და კიდევ უფრო გააფართოვა პროდუქციის სელექცია. ამჟამად ველის სახლი & ეზოს კატეგორია 300-მდე ბრენდს აერთიანებს, მათ შორის მომხმარებლის რჩეული და ყველაზე გაყიდვადი: Yamazaki, Woood, Karaca, Koopman, Atmosphera, Stelton, OXO, Tescoma, Mica Decorations, Ardesto, Marcato, Lodge და სხვა.

გამოცდილებამ დაგვანახა, რა საჭიროებები აქვთ ადამიანებს, რომლებსაც სურთ ინტერიერში საკუთარი იდენტობა, ხასიათი გამოხატონ და ამ სივრცეში გამორჩეულად კომფორტულად იგრძნონ თავი, შესაბამისად ქართულ ბაზარზე მომხმარებლებისთვის ისეთი კოლექციების შეთავაზება გადავწყვიტეთ, რომელიც ვიზუალურად თუ ხარისხის მხრივ ძალიან დახვეწილი და გამორჩეულია, თუმცა ამავდროულად ხელმისაწვდომი. ასევე, ველის ასორტიმენტს დავამატეთ ბევრი ისეთი ბრენდი, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მომხმარებლების უდიდესი ნდობითა თუ სიყვარულით სარგებლობს, თუმცა საქართველოში აქამდე ხელმისაწვდომი არ იყო.

„homeis შეკრებასთან“ პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს, რომ კომპანიასა და მომხმარებლებს შორის არსებული სიცარიელე, რომელსაც ველის ციფრულობა განაპირობებს, ყველაზე უშუალო ფორმით შევავსოთ, ჩვენი სათქმელი პირდაპირ გავუზიაროთ და კიდევ უფრო დავუახლოვდეთ მათ, ვისთვისაც სახლი და ინტერიერი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. გარდა ამისა, ღონისძიების სპიკერებისა თუ ინდუსტრიის წარმომადგენლებისგან გვინდა ის ინსპირაცია მივიღოთ, რომელსაც ჩვენი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო სასიამოვნო გამოცდილების შესაქმნელად გამოვიყენებთ.

წლევანდელი მთავარი თემაა „ანაბეჭდი“. რა მოლოდინი გაქვთ გაქვთ ღონისძიებასთან დაკავშირებით და თქვენ რას უმზადებთ სტუმრებს?

თითოეული ადამიანის სახლი, მისი ერთგვარი ანაბეჭდია. ინტერიერს ბევრის თქმა შეუძლია პიროვნების შინაგან სამყაროზე, მის ხასიათსა თუ თვისებებზე. ჩვენ კი დიდი სურვილი გვაქვს ველის სელექციით ადამიანებს მივცეთ შთაგონება, რომ აქ აღმოჩენილი ნივთებით წარმოიდგინონ და შექმნან მათი უნიკალური სივრცე, იპოვონ ის ელემენტები, რომლებიც ნებისმიერ სივრცეს მათთვის უფრო ინდივიდუალურსა და ახლობელს გახდის.

ველისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია გამოცდილება, რომელსაც იმ  ღონისძიებებზე ვქმნით, სადაც ჩვენს არსებულ თუ პოტენციურ მომხმარებლებს ვხვდებით. ჩვენი აქტივობებიც ამ ღონისძიებაზე სწორედ სტუმრებისთვის გამორჩეული, სასიამოვნო გამოცდილების შექმნაზე იქნება ორიენტირებული.

ღონისძიება ჩატარდება სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში, ბილეთების შეძენა შეგიძლიათ tkt.ge-ზე.

კორპორატიული შესყიდვების მსურველებს, შეგიძლიათ მოითხოვოთ ინვოისი შემდეგ მისამართზე: event@tkt.ge

ინვოისის მისაღებად დაგჭირდებათ შემდეგი ინფორმაციის გადაგზავნა: შემსყიდველი კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და ბილეთების რაოდენობა.

ღონისძიების წარმდგენია ლისი დეველოპმენტი.

პარტნიორები: Render GroupJYSKცელსიუსიკაპაროლიგაბილდიveli.store, ss.ge, ზიკერ საქართველო.

მხარდამჭერები: MieleTONრივერსაიდიMA Architectsელიტ ელექტრონიქსი,  IPSლაზიერი, Next Building Technologies, Office Technologies,  TBC Concept, ალდაგი,  Archtrade, BUILDY.

საბავშვო ოთახის ინტერიერი — რამდენიმე შთამაგონებელი იდეა ქართული პროექტებიდან

„რივერსაიდი“ ღონისძიება „homeis შეკრების“ მხარდამჭერია