Depaolidefranceschibaldan architetti-ს მიერ შექმნილი ეს 630 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე სახლი პადუაში, იტალიაში მდებარეობს. მისი პროექტი სამ ნაწილადაა დაყოფილი და სწორხაზოვნად ოთხკუთხედი ფორმისაა, რაც ვილას უნიკალურს ხდის და მისი შემჩნევა უცხო თვალისთვისაც მარტივია.
პირველ ნაწილში სახლის ცენტრალური ზონა და სამხრეთისკენ მიმართული ოთახებია განთავსებული, რომლებიც ძირითადად სტუმრების მისაღებ სივრცედ გამოიყენება.
ვილის მესამე ნაწილი ნაკვეთის ჩრდილოეთ მხარეს მდებარეობს. ის ორადაა გაყოფილი – ერთ მხარეს სპა და ფიტნეს ცენტრია განთავსებული, მეორე მხარეს კი ოჯახის საძინებელი ოთახები გვხვდება.
შიდა ეზო სამი მხრიდანაა შემოსაზღვრული და ვენეციური ქალაქგარე სახლების სტილშია მოწყობილი – სწორედ ესაა ოჯახის თავშეყრისა და მშვიდი, სასიამოვნო საღამოების გატარებისთვის განკუთვნილი ადგილი.
პროექტზე მომუშავე არქიტექტურული სტუდიის მიზანი ვილის ბუნებასთან შერწყმა იყო, ამიტომ მათ გაითვალისწინეს თითოეული ჩრდილი და მზის პოზიციები ვილის სამ ინდივიდუალურ ნაწილთან მიმართებით. სამივე ნაწილს მეტალის სახურავი აქვს , რომლებიც გარემოს ფერებს იმეორებენ და ირეკლავენ. მთავარ სახლში დიდი, მთელი კედლის სიგრძეზე გადაჭიმული ხის გისოსების მსგავსი ფანჯრები გვხვდება, სადაც თითქმის მთელი დღის განმავლობაში აღწევს სინათლე და მუდამ კომფორტი სუფევს.
ფოტოგრაფი:Keith Isaacs